შენ არ გესმის!.. შენ არ გესმის!.. ომში ხარ და არ გესმის; ტანსაცმლის მაღაზიების ომში. ბალენსიაგას ავტომატებში; შანელის ბრონი ჟილეტებში; ტომი ჰილბიგერის ბომბდამშენებში და კელვინ ქლეინის ღამის ხედვის სათვალეებში. ხედავ?! როგორ დაგაყრუა ლუი ვიტონმა. შენ ვერ ხედავ!.. შენ ვერ ხედავ!.. ვერაფერს ვერ ხედავ კოლოსეუმში, სადაც ყველა იმპერატორი, წინა იმპერატორზე უფრო მეტად გიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ კალიგულა საღამოობით შენ სისხლს სვამს, დომიციანე შენ ცოლს ხმარობს და ტიბერიუსი კიდე, მადლობა იუპიტერს, ასექსუალიაო, ამბობენ. კოლოსეუმი, თვალებს გთხრის. შენ სუნს ვერ გრძნობ!.. შენ სუნს ვერ გრძნობ!.. ამდენი მკვდრის სუნს ბაღდადის ვაკეებზე და კვლავ ტიგროსის შავ მდინარეებში ყვინთავ. იმიტომ ყვინთავ, რომ ვერ იყნოსო აყროლებული მონღოლები, ვერ დაინახო ცივსისხლიანი იმპერატორები და ვერ გაიგო, ბალენსიაგას ავტომატების კაკანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|