ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: პოეზია 24 დეკემბერი, 2024
შვილი რომ მყავდეს...
„არაფერია ქვეყნად ისეთი ძვირფასი, ნამდვილმა მამულიშვილმა სამშობლოსათვის მსხვერპლად რომ ვერ გაიღოსო“, შვილის წარკვეთილი თავის ხილვისას უთქვამს გიორგი სააკაძეს.
შვილი არა მყავს, მაგრამ რომ მყავდეს, შევაყენებდი კვალზე გმირების... მე რწმენით ვივლი ცისკრის ზარამდე, თუნდაც დამიწყდეს გულის სიმები.
ვუმღერ შეწირულ არწივის მართვეს, ვით ჯგუფს მთამსვლელთა - გაშლილს ბანაკად... შვილი რომ მყავდეს, სამშობლოსათვის მეც გავიღებდი მსხვერპლად, ზვარაკად!