ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2009


დროა განიკურნო

სურდათ ქარებს ჩემთვის მუზა დაემალათ,
მაგრამ უფსკრულიდან ჩემთან ამოდიან, 
თითქოს ეს ერთი დღეც ღამეს დაემგვანა, 
თითქოს გააკეთა ღამის პაროდია.

მტკივა ძველებურად გული საგულეს და,             
გიჟი პოეტივით ტანი დავისერე
ვიცი პოეტობა დავიმსახურე და,
ალბათ არ ამცდება ტალღა შავი ფერის.

მისმენ, აღარ გესმის,დროა განიკურნო,       
თუმცა პოეტობაც გერგო საკმარისი.
ველურ ბუნებიდან გრძნობა დაიბრუნო,
შენი მუზისა და განცდის საკადრისი.

ვცდილობ გამოვიდე მდგომარეობიდან,
მოდი ნუ გამკიცხავთ, ყველამ მაპატიეთ, 
ქარმა მომისროლა ჩემი ტყვეობიდან, 
მაგრამ ეს ცხოვრება ისევ მაპატიმრებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები