მარინა ცვეტაევა - რეკვიემი
უკვე რამდენი ჩაიჩეხა ხრამში, რომელიც შორეთში მოჩანს ხახაგახსნილი! დადგება დღე და უცილობლად მეც ეგ მომელის, მეც იქ გავქრები მისი ძახილით.
გაიყინება რაც იბრძოდა, ბრწყინავდა, მღერდა, მიესწრაფოდა ბედნიერებას, ჩემი თვალების სიმწვანე და ნაზი ხმის ჟღერა, ოქროსფერი თმის მშვენიერება.
სიცოცხლე ისევ გაგრძელდება არსობის პურით, გარდასული დღის უმახსოვრობით, ისე იქნება ყველაფერი, თითქოს მზიური ცის ქვეშ მანამდე არც კი ვცხოვრობდი!
ბავშვივით მუდამ ცვალებადი სახის ნაკვთებით, მცირე ხნით ავი, გულგანაცხარი და მოყვარული ბუხრის ცეცხლის სუსტი ნათების, როცა ხდებოდა შეშა ნაცარი.
ვიოლონჩელი, კავალკადა ტყეში გავლილი, სოფელში ზარი, სადღაც სიმწარე... - მე კი სიცოცხლის ჟინით ასე სავსე, ნამდვილი მოსიყვარულე დედამიწაზე!
ყველას მოგიხმობთ, თუმც რას გეტყვით იმისი ენა, ვინც არ იცოდა ზომიერება, გულის სიმდაბლით გევედრებით მხურვალე რწმენას, წრფელ სიყვარულს და ლმობიერებას;
დღედაღამ, როგორც წერილობით, ისე ზეპირად: სიმართლის არათი და დიახით, იმის გამო, რომ მწუხარება ჩემს გულს ეხშირა, მხოლოდ ოცის ვარ - ამოვიძახი,
იმის გამო, რომ გარდუვალს წინ ვერ აღვუდგები - წყენას შევუნდობ გულისხმიერი, მეც მაპატიეთ სისათუთე ზღვარდაუდები და მეტისმეტად ყიფი იერი, —
თუ სწრაფ მოვლენებს ავედევნე, დავგმე სიმყარე, თუ შეგაწუხეთ ჩემი გოდებით, ჩემი სიმართლით, ან თამაშით... გთხოვთ, შემიყვარეთ კიდევ იმიტომ, რადგან მოვკვდები.
5 იანვარი, 2025 წ.
Марина Цветаева – Реквием
Уж сколько их упало в эту бездну, Разверзтую вдали! Настанет день, когда и я исчезну С поверхности земли.
Застынет все, что пело и боролось, Сияло и рвалось. И зелень глаз моих, и нежный голос, И золото волос.
И будет жизнь с ее насущным хлебом, С забывчивостью дня. И будет все — как будто бы под небом И не было меня!
Изменчивой, как дети, в каждой мине, И так недолго злой, Любившей час, когда дрова в камине Становятся золой.
Виолончель, и кавалькады в чаще, И колокол в селе… — Меня, такой живой и настоящей На ласковой земле!
К вам всем — что мне, ни в чем не знавшей меры, Чужие и свои?! — Я обращаюсь с требованьем веры И с просьбой о любви.
И день и ночь, и письменно и устно: За правду да и нет, За то, что мне так часто — слишком грустно И только двадцать лет,
За то, что мне прямая неизбежность — Прощение обид, За всю мою безудержную нежность И слишком гордый вид,
За быстроту стремительных событий, За правду, за игру… — Послушайте! — Еще меня любите За то, что я умру.
1913 г.
https://www.youtube.com/watch?v=jlrqxeytOFA
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ! დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ!
1. მარინა ცვეტაევას სულის ამოძახილია ეს ლექსი, შესანიშნავი თარგმანით. მე მიყვარს მარინა ცვეტაევას პოეზია. მარინა ცვეტაევას სულის ამოძახილია ეს ლექსი, შესანიშნავი თარგმანით. მე მიყვარს მარინა ცვეტაევას პოეზია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|