#ლექსები
ნინო დარბაისელი
ბასტარდი (შექსპირის ბასტარდებს - ედმუნდს, ფილიპ ფალკონბრიჯს და ა.შ)
ბასტარდის თუ გერგო შენ ხვედრი. გგონია, ყოველი შემხვედრი შენი დამცინავი, მტერია. ესაა მწარე მისტერია!
დაძაბვა მოგდევს - უხსოვარი, სხივისაც რომ იყო მთოვარი, გაეჭვებს ნათქვამი ყოველი, ნატკენზე სულ დარტყმას მოელი?
არა - არ შუშდება ნამალი, არ შველის მიქსტურა-წამალი! მალამო-სალბუნებს ვერ აფენ, მოკლედ, ვერ უხერხებ ვერაფერს.
წრფელიც ისეთი ხარ, რაც სნობი - თარგია ყველასთვის ნაცნობი. ნაქმნარით კი არ ოცდებიან, ამბობენ, მთლად როდი ცდებიან:
- ჯერ ვითომ პრინციპებს ემხრობა, ჩირადაც არ უღირს ეს ხროვა ხალხისა, რომ სდევს გამორჩენას, სულისას ნატრულობს მორჩენას,
მაგრამ თუ დარწმუნდა ყოველი, რომ ხეირს არსიდან მოელის, თან - რამე სარგებელს მიება, ო, უყვარს მას შურისძიება,
უნდა, რომ დაიპყროს სამყარო, ყველას იარაღი აჰყაროს, ხელფეხშებოჭილი დაყაროს და ერთად ჩაყაროს რამ ხაროს.
შექსპირი - უგონო როდია, ბასტარდის შექმნა პაროდია. ბასტარდის მოგვცა ტრაგედია, გულს დარდი ვეღარ დაგვეტია.
დღეს ბასტარდს დაუდგა ზეობა. დიდად შეიწყნარებს ზნეობა. მორალი იცავს და კანონი. წინ დგანან - ერთ დროს უკანანი.
დღეს ხომ აღარავინ დაგეძებს, მიხედე მაგ სულის ნაძეძებს, რა გახდი, როგორ გადაგვარდი, უეცრად აღმოჩნდი რა მარდი,
რა გიქნა ბასტარდის ბუნებამ, ხრიკი რამ რად მოიგუნება?! მართლა არ ადარდებ დანარჩენს, ღმერთი მოგხედავს და დაგარჩენს.
დამშვიდდი, რა შენი ბრალია, სექსის თუ ხარ ნასუფრალია. ჯობიხარ ჩასახულთ მთქნარებით, ქვეყანას - სავსეს უქნარებით!
რად ცდილობ, მოჰგვარო სხვას დარდი, გინდა და - იყავი ბასტარდი!
#ლექსები
ნდს
ზმანება - რომი
ვირუსი რომ შემხვდა, მეტყობა, სნეულის მგებია მეც ყოფა.
დავლიე, ჩავყლაპე, თან მიმცხეს, ვერაფერს ვუხერხებ ამ სიცხეს.
.გრიპის ინექცია ყოფილა, ესეც “კაფსიკამის” ჰო, ფილა.
მცველი იქნებოდა წესთა - ვინ! - რომ არ მაწუხებდეს ეს თავი.
წაკითვა რამისა - ძნელია, თან ყველა ვიდეოც ძველია.
მღლის როგორ ეს ტელევიზორი! ვის - ერთი ჩაურთავს, ვის - ორი.
მორჩენის - არ მაძლევს- სმა - ნებას, სჯობია მივეცე ზმანებას,
ვიხილო რომის ქვაფენილი, ღრიჭონი - თეთრად დაფერილი,
ვიყო დიდებული მატრონა, მყავდეს პატრიცია პატრონად,
მეხვიოს ქალწულთა გუნდები, (წარსულში როგორ დავბრუნდები?)
მინდა, რომ ფორუმი ვიხილო, მეომარს უხდება რიხი რომ
იტყვის :- აუგუსტუსის დიდება, დიად მაგალითად იდება.
სიცხისგან გული მიჩირდება. მე - რომის ზმანება - მჭირდება, რომისა მიშველის აბანო, დამფარე, დამფარე საბანო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|