ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2025


Марина Цветаева – Белоснежка

მარინა ცვეტაევა - ფიფქია

ალექსანდრე დავიდის ძე ტოპოლსკის

ფიფქიას სძინავს კუბოში კვარცის,
ჯუჯები მწარედ ტირიან გვერდით,
კესანებით აქვს შემკული ბაცი
ლამაზი შუბლი და თეთრი მკერდი.

ყორანი უმზერს მწუხარე, მკაცრი,
ფიფქიას სძინავს კუბოში კვარცის.

უმცროსს ახურავს მასხრული ქუდი,
ქვითინებს, ლენტი უჭირავს მუჭში:
„ვერ გავუფრთხილდით მცველები ცუდი!“
პატარა ჯუჯა თეთრ ბაფთას ჭმუჭნის.

შუათანა კი სტვირს უკრავს ჯავრით,
ფიფქიას სძინავს კუბოში კვარცის.

უფროსი ჯუჯა გუშაგად უდგას
და ელოდება გაკრთომას ღიმის,
თუმც გაცოცხლება უზომოდ უნდა,
ვეღარასოდეს შეატყობს ციმციმს.

ყორანი უმზერს მწუხარე, მკაცრი,
ფიფქიას სძინავს კუბოში კვარცის.

9 იანვარი, 2025 წ.


Марина Цветаева – Белоснежка

Александру Давидовичу Топольскому

Спит Белоснежка в хрустальном гробу.
Карлики горько рыдают, малютки.
Из незабудок веночек на лбу
И на груди незабудки.

Ворон — печальный сидит на дубу.
Спит Белоснежка в хрустальном гробу.

Плачется карлик в смешном колпаке,
Плачется: «Плохо её берегли мы!»
Белую ленту сжимает в руке
Маленький карлик любимый.

Средний — печальный играет в трубу.
Спит Белоснежка в хрустальном гробу.

Старший у гроба стоит на часах,
Смотрит и ждёт, не мелькнёт ли усмешка.
Спит Белоснежка с венком в волосах,
Не оживёт Белоснежка!

Ворон — печальный сидит на дубу.
Спит Белоснежка в хрустальном гробу.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები