ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2025


ქალავ - შე თვალებჟუჟუნა...

ქალავ - შე თვალებჟუჟუნა,
ამ გულმა მარტომ იმღერა...
მო... ერთად დავაგუგუნოთ
გარიჟრაჟული სიმღერა.

ქალავ - შე თვალებჟუჟუნა,
ეგ ყელი მსურს მოიღერო...
ვუმღეროთ ამ საუკუნეს,
სიყვარულისთვის ვიმღეროთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები