არტურ რემბო - შეგრძნება
ზაფხულის ლურჯი საღამოა, ჩავყვები ბილიკს, დამჩხვლეტს თავთუხი, ფეხშიშველი გავქელავ ბალახს, შვებას მანიჭებს მეოცნებეს ალერდი გრილი და თავს გადამბანს თავდადრეკილს ნიავის ტალღა.
ფიქრებს ჩავიხშობ გარინდული, დუნე და ბოში და სულს უსაზღვრო სიყვარულის ამივსებს მადლი, ძალზე შორს წავალ, გზასავალი მექნება ბოშის, ვიბედნიერებ ბუნებაში, ვით ქალით მთვრალი.
8 თებერვალი, წმ.მეფე დავით აღმაშენებლის ხს. დღე, 2025 წ.
ბოში - ბოშ-ი (ბოშისა) მოშვებული, ფომფლე, ფონე https://www.ena.ge/explanatory-online
Arthur Rimbaud – Sensation
Par les soirs bleus d’été, j’irai dans les sentiers, Picoté par les blés, fouler l’herbe menue : Rêveur, j’en sentirai la fraîcheur à mes pieds. Je laisserai le vent baigner ma tête nue.
Je ne parlerai pas, je ne penserai rien : Mais l’amour infini me montera dans l’âme, Et j’irai loin, bien loin, comme un bohémien, Par la Nature, – heureux comme avec une femme.
Mars 1870
ინგლისური თარგმანი:
Arthur Rimbaud - Sensation
On the blue summer evenings, I shall go down the paths, Getting pricked by the corn, crushing the short grass: In a dream I shall feel its coolness on my feet. I shall let the wind bathe my bare head.
I shall not speak, I shall think about nothing: But endless love will mount in my soul; And I shall travel far, very far, like a gipsy, Through the countryside - as happy as if I were with a woman.
March 1870.
translated by Oliver Bernard
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. პროლეტარი მადლობა 2. კომენტარისთვის.
პროლეტარი მადლობა 2. კომენტარისთვის.
3. #გალაკტიონოლოგიური_ოპუსები #ზარდახშა ნინო დარბაისელი
ცვრიან ბალახზე
“ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სიარულის სიხარული” - მორის მეტერლინკს რომ უკავშირდება, და სიხარულის ჩამონათვალთა შორის ერთ- ერთი როა, ეს მახსოვს, დასაბუთებულია გალაკტიონოლოგიაში. მე ბევრჯერ აღვნიშნე, რომ საკუთარი სიმბოლისტური - ინტეგრალური ხატების შესაქმნელად გალაკტიონი არ სჯერდება მხოლოდ ერთ წყაროს, ერთი მნიშვნელობის მქონე სიტყვასა თუ გამონათქვამს და სინთეზირებას ახდენს მრავალი პლანისა, რითაც მკითხველს ინტერპრეტაციულ შესაძლებლობათა მაქსიმალურად ვრცელ სივრცეს უქმნის. ვვარაუდობ, რომ აქაც ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, ქართული ლექსის რეფორმატორებისთვის, მისთვისაც და ცისფერყანწელებისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო არტურ რემბოს ლექსი “შეგრძნებანი”:
Arthur Rimbaud – Sensation
Par les soirs bleus d’été, j’irai dans les sentiers, Picoté par les blés, fouler l’herbe menue : Rêveur, j’en sentirai la fraîcheur à mes pieds. Je laisserai le vent baigner ma tête nue.
Je ne parlerai pas, je ne penserai rien : Mais l’amour infini me montera dans l’âme, Et j’irai loin, bien loin, comme un bohémien, Par la Nature, – heureux comme avec une femme.
Mars 1870
ანენსკის რუსული, უთარიღო თარგმანი ასე ჟღერს:
Артюр Рембо
Впечатление
Один из голубых и мягких вечеров… Стебли колючие и нежный шелк тропинки, И свежесть ранняя на бархате ковров, И ночи первые на волосах росинки.Ни мысли в голове, ни слова с губ немых, Но сердце любит всех, всех в мире без изъятья, И сладко в сумерках бродить мне голубых, И ночь меня зовет, как женщина в объятья…
ინგლისურენოვანი, ბწკარედული თარგმანი - ასეთია:
Daydreaming I will feel the coolness on my feet.
ინგლისურენოვან ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება, რომ არტურ რემბოს სინესთეზიურობა სჭირდა თუ ახასიათებდა. მედიცინის განვითარების თანამედროვე დონის პირობებში სინესთეზია ნევროლოგიურ სიმპტომად მიიჩნევა და მარტივად ეს ნიშნავს, რომ პაციენტის აღქმის ორგანოები ,, არეულია” მაგალითად , ფერი აღიქმება ბგერად, ბგერა - აღძრავს რაიმე წარმოსახვას და ასე შემდეგ. პოეზიის ენაზე გადმოტანილი ეს დარღვევა კი უკვე ესთეტიზაციის ობიექტი რაკი ხდება, სამყაროს პოეტურ დეფორმაციას გვაძლევს. საერთოდაც, ენისა და და ადამიანური სამყაროს, მისი მრავალფეროვანი პლანების დეფორმაციის შედეგია პოეზია. სადაც დეფორმაცია არ ხდება, იქ არც პოეზიაა და გვაქვს გარითმული ან გაურითმავი “ლექსისმაგვარობა”, თუმცა ეს ნამდვილად სხვა, დიდზე დიდი საუბრის თემაა. აქ მხოლოდ ერთს ვიტყვი და კვლავ ლექსს მივუბრუნდები: მე გამიჭირდება დავასახელო არა მხოლოდ რომელიმე ქართველი , თუნდაც სიმბოლიზმთან დაკავშირებული ავტორი, არამედ უცხოელიც, რომელსაც გალაკტიონივით ერთდროულად ენისა და ადამიანური საყაროს ასეთი დეფორმაციისთვის მიეღწიოს და ამის შედეგად შეექმნას სრულიად უნიკალური საკუთარი პოეტური, უსასრულოდ მრავალპლანიანი სამყარო. აქ შეიძლებოდა ფარულ ოპონენტს არაერთი რამ გახსენებოდა, მაგალითად მალარმეს წიგნი, მაგალითი სხვაც ბევრი დაიძებნება, რომელიმე ერთი მხარის უტრირებისა, მაგრამ მე ვსაუბრობ პლანთა მაქსიმალურ ორკესტრირებაზე, რაც გ. ტაბიძის სიმბოლისტურ ლექსებში, კერძოდ მის კრებულში,, არტისტულ ყვავილებში(1919) გვაქვს.
**
არტურ რემბოს შეგრძნებანი თარგმნილი აქვს პაოლო იაშვილს ასე
არტურ რემბო
შეგრძნებანი
ლურჯ საღამოთი, ზაფხულობით წავალ ფარულად, სადაც ყანაა და ბალახით ავსილი ველი; ფეხებთან ვიგრძნობ, რომ ბალახი მთლად დაცვარულა და შევცურდები ქარში ზვავი და თავშიშველი. ხმას არ გავიღებ... არ ვიფიქრებ... მაგრამ ძლიერი ვნებით მევსება სიყვარულის უბე და კალთა; და მივალ, როგორც დამშეული ბოჰემიელი, და ბედნიერი ბუნებასთან: ისე ვით ქალთან.
(თარგმნა პაოლო იაშვილმა)
გივი გეგეჭკორისეულ თარგმანში ჩვენთვის საყურადღებო მესამე სტრიქონი ასეა გადმოტანილი:
“მე - მეოცნებე ატირებულ ბალახში ვივლი”
ბაჩანა ჩაბრაძე კი საკუთარ თარგმანში ასეთ ვერსიას გვთავაზობს:
როს ბალახი თავთავთა გასათელად მიმიშვებს,
შევუყვები გრილ ბილიკს, ტერფით შევეურჩები. ახლად გამოჩენილ, ოთარ ცისკაძისეულ თარგმანში კი, რომელიც ინგლისური დედნიდანაა შესრულებული, სახე ამგვარადაა გადმოტანილი:
დამჩხვლეტს თავთუხი, ფეხშიშველი გავქელავ ბალახს, შვებას მანიჭებს მეოცნებეს ალერდი გრილი
გავიხსენოთ გალაკტიონის ლექსი “მამული”, რომელიც შეიძლება ითქვას, მის ქმნილებათა შორის ყველაზე მრავალმხრივ შესწავლილთა რიგს მიეკუთვნება
გალაკტიონ ტაბიძე
მამული
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე – რაა მამული?! წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.
გაშალა ველი ნელმა ნიავმა, და მელანდება მე მის წიაღში მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში.
აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი მასზე ოცნებას დაემგვანება! ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!.. დავდივარ… ვწუხვარ და მენანება! #გალაკტიონოლოგიური_ოპუსები #ზარდახშა ნინო დარბაისელი

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი მასზე ოცნებას დაემგვანება! ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!.. დავდივარ… ვწუხვარ და მენანება!
2. კარგი თარგმანია.
მუხა, ამ ლექსის, სულ მცირე, სამი ქართული ვერსია არსებობს (პაოლო იაშვილის, გივი გეგეჭკორისა და დავით წერედიანის).
https://www.aura.ge/101-poezia/7775-artur-rembo--SENSATION-gancda.html - პირველი ორი აქ არის (ერთიც ბაჩანა ჩაბრაძისაა, არ მახსოვდა ეს, თუმცა ადრე ლიტ.გე-ზე წამიკითხავს, მგონი). წერედიანის თარგმანი არ იძებნება, თუმცა მისი თარგამანების კრებულში ("შედევრები") ვნახე, თუ არ მეშლება, რემბოს სხვა ლექსებთან ერტად. კარგი თარგმანია.
მუხა, ამ ლექსის, სულ მცირე, სამი ქართული ვერსია არსებობს (პაოლო იაშვილის, გივი გეგეჭკორისა და დავით წერედიანის).
https://www.aura.ge/101-poezia/7775-artur-rembo--SENSATION-gancda.html - პირველი ორი აქ არის (ერთიც ბაჩანა ჩაბრაძისაა, არ მახსოვდა ეს, თუმცა ადრე ლიტ.გე-ზე წამიკითხავს, მგონი). წერედიანის თარგმანი არ იძებნება, თუმცა მისი თარგამანების კრებულში ("შედევრები") ვნახე, თუ არ მეშლება, რემბოს სხვა ლექსებთან ერტად.
1. Arthur Rimbaud – Sensation ეს ლექსი რამდენიმე უცხო ენაზეა თარგმანი და გამიხარდა, ქართული თარგმანი რომ წავიკითხე. Arthur Rimbaud – Sensation ეს ლექსი რამდენიმე უცხო ენაზეა თარგმანი და გამიხარდა, ქართული თარგმანი რომ წავიკითხე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|