 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 11 თებერვალი, 2025 |
ვიპოვე დილა, რომელმაც მაიძულა, გამომეხატა სიხარული და არ მეფიქრა იმაზე, თუ როგორ იმართება წელში უხმაურო გაზაფხული ვაი-ვაგლახით. მეცადა თვალის გასწორება სასიცოცხლო გამოწვევითვის , რომელიც ისე შერჩევით ვრცელდება ჩემზე, როგორც კანონის ძალა ტირანიის დამსახურებით. აღმოვაჩინე: დილა იყო უსამართლო და დილა იყო დაუცველი, და დილა იყო უხმაურო, დილა იყო გატრუნული, შესაძლოა - შეშინებულიც, ალბათ უნდოდა ვყოფილიყავი სიმშვიდისთვის შესაბამისი, შესაძლოა ჰქონდა სურვილი არ მეფიქრა ისეთ შემთხვებებზე, რა დროსაც სანახაობრივი სისასტიკე ტკბობას ანიჭებს მნახველს და ამის გამო არ შემიძლია შევინარჩუნო ჩემი წილი ცხოვრების თუნდაც უმისამართო წონასწორობა, ნდობა, უძლურების განცდა, შეგრძნება იმის რომ ვერავის ვიცავდი დღემდე. არ ვიზიარებ - მეთქი ამ დროს სიხარულს გამოვუცხადე საკუთარ თავს და ისე გამომივიდა, თითქოს წინააღმდეგ წავედი მზის სხივების, ნორჩი კვირტების, მაცოცხლებელი გაზაფხულით აჟიტირებული ჩიტების, ანდაც გასაფურჩქნად გამზადებული ყვავილების. არა, ასეთი მედგარიც არ ვარ ბუნებასთან აჯანყება გავბედო, თუმცა მრისხანება მძლავრდება, როდესაც დროსთან შეუსაბამო განწყობების წინააღმდეგ მიწევს წასვლა და ვაფერხებ, მაიც ვახერხებ ვიყო ჯერ-ჯერობით იმ ადამიანში, რომელიც აღმოჩნდება საბოლოოდ უსაზიზღრესი საკუთარი ულმობლობითა თუ უპირატესობით, რომელსაც ვერ გაუმართლებია პარალელურ დამოკიდებულებებში, ერთდროულად როგორ უნდა უყვარდეს და სძულდეს, ცოცხლობდეს და კვდომას განიცდიდეს, მირბოდეს და გზას იხერგავდეს. ეს გამკლავება არ სპობს და არ ამსხვრევს არსებულ შეხედულებას იმის შესახებ რომ ოდესღაც აღმოვაჩენ საკუთარ თავს, სადღაც მიმალულს, მივიწყებულს, გამოუფხიზლებელს, აფორიაქებულს და მაინც გამარჯვებულს არავის წინაშე, რომელმაც უარყო პირქვე ნათქვამი სიტყვა და სიტყვაში უპირატესობა, და უპირატესობაში უხერხულობა, და უხერხულობაში ძალა, და ძალაში მონდომება, და მონდომებაში გამოყენების შესაძლებლობა. ეს გამკვლავება იქნება ტრაქტატის ძირითადი შემადგენელი, რომელიც არავინ უნდა გაითავისოს, არავინ უნდა შეამჩნიოს ,,ჯერჯერობით ადამიანში'', რამ განაპირობა ცვლილება სხვადასხვა მნიშვნელობით, რა აღმოაჩინა და რად გადაიქცა, რა შეძლო და რა დაიბრალა.
7 თებერვალი 2025 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მიხარია რომ კითხულობ. მიხარია რომ კითხულობ.
1. შესანიშნავი პოემა შეგრძნებებითა აღმოჩენებით. შესანიშნავი პოემა შეგრძნებებითა აღმოჩენებით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|