ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2025


დუმილის ფილოსოფია

ახლა ჩემს სიჩუმეს ყვირილის ფასი აქვს,
ჩემგან ხმამაღლობას ითხოვს ირგვლივეთი!
გეტყვი, მეგობარო, ჰო, დიახ, ასეა,
რომ ჩემს თავს დუმილის პირობა მივეცი!
ვიყვირე, ვიომე, კიდეც ვიბუნტარე,
სანამდე მგელივით მუხლი მეც მიჭრიდა,
ცხოვრება აღმოჩნდა იმაზე მურტალი,
ვიდრე ქარიშხალი მოჩანდა ჭიქიდან...
დუმილსაც ჰქონია ფორტეც და პიანოც,
მხოლოდ გულმა იცის, სულის მეზობელმა,
რა ძნელად პოულობ იმ ადამიანებს,
კაცში მყოფი ღმერთი ვისაც ეზოგება!..
მე ჩემს დუმილში ვარ, შენ კი შენს ხმაურში,
ბოროტზე კეთილი უთუოდ იმარჯვებს!
ეს ციებ-ცხელება ამ დროსაც გაუვლის,
ოღონდ, სიტყვის მახვილს ყელზე ნუ მიმაბჯენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები