ვზივარ და ვფიქრობ ნუთუ ვირთვები ადუღებული ჩაიდანივით, ქოთნის ყვავილზე ნედლი კვირტების მიღმა სიცოცხლე ჩაედინება; რა ჩანდა როცა სიტყვას ვუცრავდით ერთმანეთს - ნდობა თუ შიში მიწის? ისე თავნებად, ისე უძრავად, როგორც მოხუცი პუდელი გვიწევს გვერდში, მოგვყვება ყოფის ხანძარიც, ნაღმზე დაბჯენის მომდევნო რისკი, მომდევნო სუნთქვა - ოდნავ ხანგრძლივი, ოდნავ-ის შემდეგ მივდივართ - რისკენ? ეს არცოდნაა კარგად თუ ავად ვიწყებდეთ დილას, მხოლოდ მე არ ვფლობ უფლებას შემოგთავაზო ყავა და შოკოლადის მსუბუქი ვაფლი.