ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
18 თებერვალი, 2025


Булат Окуджава - В земные страсти вовлеченный

ბულატ ოკუჯავა - რადგან მიწიერ ვნებებს ვემონვი

რადგან მიწიერ ვნებებს ვემონვი,
ვიცი ერთხელაც დარდისამშლელი
მოვა ბნელეთის მკვიდრი დემონი,
დასჭექს: „არ არის ქვეყნად საშველი!“

მას გულმართალი, მორცხვი შეგნების
მაცნე მოჰყვება არაიბედივ,
კეთილი ამბის მსგავსი მშვენების
და წამჩურჩულებს: „არის იმედი!“

18 თებერვალი, 2025 წ.


იბედივ - შემთხვევით
არაიბედივ - არაშემთხვევით, განგებ


Булат Окуджава - В земные страсти вовлеченный

В земные страсти вовлеченный,
я знаю, что из тьмы на свет
однажды выйдет ангел черный
и крикнет, что спасенья нет.

Но простодушный и несмелый,
прекрасный, как благая весть,
идущий следом ангел белый
прошепчет, что надежда есть.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები