ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2025


მე სიცოცხლე ისე მიყვარს

მე სიცოცხლე ისე მიყვარს,
მიმიქარავს მუხის  ეგო..
მიყვარს ჩემი  სანაცნობო-
უნდო,უპასუხისმგებლო .
მიყვარს ურთიერთობები
თბილისური,შეზელილი-
ცოტა გადამლაშებული
სადგურების  ღვეზელივით .
მიყვარს თავის  მოწონება
მოგონილი ,,კაცობებით ,,
ვარკეთილის  ხიდებიდან
დიდ  დიღმამდე  საცობები ...
სიგნალები ,შეგინება ,
მტრობა, გადაძახილები .
ეზოს  გარეთ  ქაქში  დგომა,
ეზოებში  -ბახილები .
ვდგავარ მარტო ,მეცინება,
ამ უხერხულ განაჩენთან.
ალბათ, მართლა მიყვარს  რაღაც,
თორემ აქ რა დამარჩენდა?
წავალ ,ცოტა  თვალს  მოვხუჭავ,
წამოვწვები ,დავისვენებ -
რომ ახალი  ენერგიით
შევხვდე  ახალ ფარისევლებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები