ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
19 თებერვალი, 2025


Марина Цветаева - Дикая воля

მარინა ცვეტაევა - ველური ნება

ის თამაშები მიყვარს, რომლებშიც
ყველა ყიფია, ანჩხლი, მზაკვარი, -
გამოვიწვიო ვეფხვნი ბრძოლებში
და არწივები ცაში ნავარდში.

მედიდურმა ხმამ რათა იმღეროს:
„აქ დაღუპვაა, იქით - დილეგი!“
ცოდვილს მიხდიდეს სამაგიეროს
შემტერებული ღამე სიშლეგით.

მივქრი ავბედით ანაოტები,
ხარხარით ვიქნევ  ლასოს ტრამალში,
დაე, აღიძრან ქარაშოტები
და ასო-ასო ამქნან გაბალთვით!

გმირად გადიქცეს ყველა დუშმანი,
ნადიმმა ომი აიყოლიოს!
რათა აღიფხვრას ყველა უმგვანი
და ორნი დავრჩეთ - მე და მსოფლიო!

19 თებერვალი, 2025 წ.


Марина Цветаева - Дикая воля

Я люблю такие игры,
Где надменны все и злы.
Чтоб врагами были тигры
И орлы!

Чтобы пел надменный голос:
«Гибель здесь, а там тюрьма!»
Чтобы ночь со мной боролась,
Ночь сама!

Я несусь, — за мною пасти,
Я смеюсь — в руках аркан…
Чтобы рвал меня на части
Ураган!

Чтобы все враги — герои!
Чтоб войной кончался пир!
Чтобы в мире было двое:
Я и мир!

1909 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები