ჰაერი მძიმე, როგორც ხვედრი ზურგით საზიდი და ცივი თოვლი, ეზოებს რომ თეთრად ატყვია. ღმერთო, რამდენი გევედრე და მაინც სად მიდის ჩემი სიტყვები,შენამდე რომ ვერ მოაღწია.
ზოგჯერ მივდივარ,სხეულს ვტოვებ უხმო აჩრდილად, ცეცხლის ბურთია,მზე კი არა,იქ რომ ანათებს, მე ვკვდებოდი და შენმა ლოცვამ გადამარჩინა, ახლა მეორედ დაბადებულ ჩემს თავს დავათრევ.