მარინა ცვეტაევა - დიდი სინაზით...
დიდი სინაზით - რამეთუ ჩქარა დაგტოვებთ კეთილს, თუ შავკოლომანს, - ვფიქრობ, სახსოვრად ვის დარჩეს მარად, მგლისბეწვიანი ჩემი ტოლომა;
ვის - ურბილესი პლედის ნაჭერი, ჯოხი, შემკული მწევრის ბურნუკით, ვის - სამაჯური ვერცხლით ნაჭედი, შემოოჭვილი ფირუზ-ზურმუხტით;
ყვავილები და ყველა უსტარი, რაც უჩემობით აქ მოღავდება... ბოლო ლექსები ჩემი მუდარის, უკანასკნელი შემოღამება.
24 თებერვალი, 2025 წ.
https://www.ena.ge/explanatory-online
შავკოლომანი შავკოლომან-ი (შავკოლომნისა) კუთხ. (გურ.) «მეტად მქისი, ერთობ გულ-პილწი ადამიანი» (ი. ჭყ.).
Марина Цветаева - С большою нежностью
С большою нежностью — потому, Что скоро уйду от всех — Я всё раздумываю, кому Достанется волчий мех,
Кому — разнеживающий плед И тонкая трость с борзой, Кому — серебряный мой браслет, Осыпанный бирюзой…
И все — записки, и все — цветы, Которых хранить — невмочь… Последняя рифма моя — и ты, Последняя моя ночь!
1915 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|