ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დ. /
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2025


***

წუთისოფლის უიმედო ქარაფებში,
ქორფად მოთოვს სინანულის სისპეტაკე...
გარინდულა ქვეყნად ყველა სულდგმული და
ცოდვის ნაცვალ ცრემლებს დაფენს ზეცა.

მიტოვებულ უსულდგმულო ქვაფენილებს
მადლიანი თოვლი დაედება თექად
რომ გავუძლოთ ამ სოფლიურ ქარტეხილებს.
რომ აღვხოცოთ ყველა ბილწი, გმობის ვნება.

მარხვისა და ლოცვის მადლით
განვსპეტაკტდეთ მსგავსად თოვლის,
ღმერთო,  შეგთხოვ
ნუ დაგვტოვებ
ჩვენც მოგვმადლე ზეცით ლტოლვილთ
თოვლის მადლი და სიწმინდე
რომ დათოვლილ მთების მსგავსად
ჭაობიდან ამოვიჭრათ ზე ცად.








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები