ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 თებერვალი, 2025


Georgia - ს განმარტებისთვის

          Georgia - ს განმარტებისთვის

ჩვენ, ალექსანდრემ და თემურმა „ბაშპლემის ფილის“ გაშიფვრის პროცესში (ქვემოთ რა წერია ფილის ტექსტში), თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობების მიხედვით: „ხოლო წოდება სახელისა ამისა ივერია ანუ ივერო განიმარტების ესრეთ, ვინაიდგან მდინარენი იგი დიდი-იორი და მცირე-იორი გამომდინარებენ დასაწყისსა შინა ერთისაგან სათავისა და შემდგომად განიყოფიან ორად, ამისთვის წყალთა მათ სახელ-ედვა იორი ანუ იორა. ესე იგი გაორდა ანუ ორი შეიქმნა; ვინაცა იორი ანუ იორა თქმაი გარდაიქმნა იორიად ანუ ივერიად; და ამას ძლით მდინარეთა ამათ სახელი მიუღიეს ყოველსა სამზღვარსა სრულიად საქართველოსა, გინა გიორგიისა, კასპიის ზღვიდგან ვიდრე შავს ზღვამდე, ყოველსა ზემოსა და ქვემოსა ივერიასა“ (თეიმურაზ ბატონიშვილი გვ. 14-15), დავადგინეთ Georgia - ს, ანუ ამ სახელდების წარმოშობის წინაპირობები და საფუძველი.

„დიდსა იორა მდინარესა ეწოდებიან სხვანიცა ორნი სახელნი აბანთა და ალაზანი; ხოლო მცირესა იორა მდინარესა ეწოდების მხოლოდ თვსი საკუთარი სახელი იორი, ვიდრე მოდღეინდელად დღემდე“ (თეიმურაზ ბატონიშვილი გვ. 14). მაშასადამე მდ. ალაზანი დაერქვა მოფვიანებით ხაზართა შემოსევის პერიოდიდან, ასევე იორიდან არის ნაწარმოები სახელდება ივერია.

ბატონიშვილის ცნობითვე, როცა ქართლოსი, მისი ექვსი ძმა და მოდგმა შემოვიდა თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად ისინი დასახლდნენ ივრის ხეობაში, სადაც ფიზიკური ადაპტაციისთვის, თავისგატანისთვის და შემდგომად, როგორც პლაცდარმი, სხვა ტერიტორიების ასათვისებლად, შესაბამისი პირობები არსებობდა. ზომიერი კლიმატი, ნადირ-ფრინველი, თევზი და სხვადასხვა ფხალეული მცენარე, ვარგისი საკვებად, ვიდრე საკუთარ მეურნეობას შექმნიდნენ, აგრეთვე ბუნებრივი დამცავი ზღუდენი ორი მდინარისა  და გამრავლებულ-მოძლიერებულნი განსახლდებოდნენ ქედს იქითა და ქედს აქეთა კავკასიაში, კასპიის ზღვიდან - შავ ზღვამდე, რაც მართლაც განახორციელეს.

                                  იო  - რ  -  ი - ა 
                            J (O)  -  R (I)  -  I  -  A
                            J  -  O -  R  -  J - I  -  A
                            Ge - O  - R  - G -  I  -  A     
                       
ასო „G“ (ჯ) გამოთქმისას გამოსცემს „J“- ს (იო-ს), როდესაც სიტყვაში მოჰყვება "e", "i" ან "y", რომელიც ხშირად მომდინარეობს ბერძნულიდან ან ლათინურიდან (ეს  ენები არ იყენებენ „j" სიმბოლოს (J) ბგერის წარმოსაჩენად).

„G", რომელიც ახმოვანებს (J)-ს, როგორც Stick ხმოვანთა წესის ნაწილი, ამის გამო სიტყვაში JORJIA (იორია) (J)-ასო შეიცვალა (G) - ით და JORJIA - ს მაგივრად ძველმა ბერძნებმა დაარქვეს GEORGIA.

ასევე ამ წესის გამო სიტყვაში JORJIA ჩაემატა ასო (E) GEORGIA, როგორც G - ს განმსაზღვრელი J- ით და მიიღეს J-ს მაგივრად GE ანუ JORJIA - ს (იორიას) მაგივრად GEORGIA.

ამიტომ ის ტყუილი, რაც ბოლშევიკურ საქართველოში არსებულმა საბჭოთა ისტორიკოსებმა და მეცნიერებმა შეთხზეს, თითქოს სახელი გეორგია (GEORGIA) მიწათმოქმედთა ქვეყანას ნიშნავს, რომელიც ძველმა ბერძნებმა „მოუფიქრეს“ საქართველოს, გამომდინარე ღვთაება გეადან, კიდევ ერთი სიცრუე და გაყალბებაა ამ შემთხვევაში უკვე ჩვენი ქვეყნის სახელწოდებისა. არაფერს არ ერიდებოდნენ ეს მანქურთი, მლიქვნელი და უპასუხისმგებლო ადამიანები.  სინამდვილეში (GEORGIA) დამახინჯებული ფორმაა იორია - სი (JRIA). 

ძველმა ბერძნებმა და ლათინებმა ხომ ყველა ისტორიული ფაქტი, მოვლენა თუ გეოგრაფიული სახელწოდებები საკუთარ თავზე მოირგეს, გააყალბეს ბევრი რამ, როგორც აწყობდათ ისე გადაწერეს, მომავალ თაობებს ინტერპრეტირებული, შეცვლილი და შერყვნილი ისტორია დაუტოვეს, მოახდინეს ყველაფრის მითვისება, „დიადი მიზნისთვის“, ყოფილიყვნენ „აკვნის დამრწევნი“ კაცობრიობის ისტორიისა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი „ისტორიის ჰორიზონტზეც“ კი არ სჩანდნენ, როცა ჩვენ, ქართველები მართლაც ვიდექით დედამიწის ცივლილიზაციის შექმნის საწყისებთან, წონადი წვლილი ჩვენც მიგვიძღვის ამ საქმეში.

ვითომ ეს არ კმაროდა, კიდევ დაემატნენ საბჭოთა ისტორიკოსები და სხვანიც, რომლებმაც ფაქტიურად  „საკონტროლო გასროლა“ გაუკეთეს იმ მცირედ შემორჩენილ სიმართლის ნაფლეთებს, რაც ანტიკური ხანის ბერძნულ - რომაულ სამყაროს გადაურჩა.

ახლა კი ყველაზე მთავარი მიზეზი:  საბჭოთა მეცნიერების მიერ, რატომ მოხდა საქართველოს ნამდვილი ისტორიის იმ ფაქტების გაყალბებაც კი, რაც ბერძნულ-რომაულ სამყაროს გადაურჩა. ამის ერთ-ერთი საწყისი მიზეზი რელიგიაა.

მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში აგრესიული ათეიზმი მძვინვარებდა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც კი დადებით კონტექსტში მოიხსენიებდა რელიგიას ან რელიგიურ ტექსტებთან დაკავშირებულ ისტორიულ ფაქტებს, განსაკუთრებით კი მართლმადიდებლობას, ის აუცილებლად განდევნილი იქნებოდა საზოგადოებიდან. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა დაეხვრიტათ კიდეც, ასევე ჩამოართმევდნენ ყველა იმ წოდებას თუ „ჯინჯილას“, რაც საბჭოთა რეჟიმის დროს „კანფეტებივით“ დაურიგეს საქართველოს ისტორიის გაყალბებისთვის.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ თანამედროვე პერიოდში ამ ყველაფრის გასწორება საკმაოდ რთულია. დღესაც მოიძებნება ზოგიერთი ისტორიკოსი, ვინც საბჭოთა მეცნიერთა შრომებზე საკუთარი „იმპერია“ დააშენა და „კბილებით იცავს“ წარსულ სიყალბეს, რითაც საკუთარს „აპრავებს“. თუ ვინმე გამოჩნდა, ვინც ხმას ამოიღებს და საქართველოს ნამდვილ უძველეს სახელმწიფოებრიობის ისტორიას გააჟღერებს, მაშინვე მიესევიან ქილიკითა და დაცინვით, აგრეთვე  „ბლოკავენ“ და გასაქანს არ აძლევენ ჭეშმარიტ აზრს, რეალურ კვლევებს. 

ახლა კი დავაკონკრეტებთ თუ რა კავშირი აქვს საქართველოს ისტორიის იმ უძველეს მონაკვეთს ბიბლიურ ტექსტებთან და რელიგიურ თემებთან. მოგეხსენებათ საქართველოს დამაარსებელი ქართლოსი (ქართველთა ეთნარქი) ბიბლიური ნოეს შთამომავალი გახლდათ იაფეტის ხაზით (ნოე, იაფეტი, ღამერი, თოგარმა, ქართლო).

სწორედ ქართლოსის მიერ, დაახლოებით ძვ.წ. 2723 წელს დაარსებულ ჩვენს ქვეყანას - საქართველოს ერქვა იორია(JRIA)  იმის გამო, რომ ქართლოსი თავის ექვს ძმასთან და მოდგმასთან ერთად კავკასიაში მდინარე ივრის ხეობით შემოვიდა, სადაც ქვეყანა იორია (JRIA) დააარსა, რომელსაც მოგვიანებით მადლიერმა ქართველმა ხალხმა ქართლოსადმი პატივისცემის ნიშნად,  საქართველო დაარქვა.

ქართლოს, ძეს თარგამოსისას არ აპატიეს ბიბლიური კავშირი და უამრავი ტყუილებისა თუ სისულელეების მეშვეობით, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიის ნახევარი, ფარნავაზამდე პერიოდი სანაგვეში მოისროლეს, რაღაც ბოდვები დაწერეს, თითქოს ფარნავაზამდე ერთიანი საქართველო არ არსებობდა, ფარნავაზმა გააერთიანა პირველად ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ტომისგან (კარგი იქნება თუ გაეცნობით თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნს: „ისტორია დაწყებითგან ივერიისა ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა ქმნილი საქართველოს მეათცამეტე მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან“) .

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს