ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 მარტი, 2025


Анна Ахматова – Нас четверо

ანა ახმატოვა - ჩვენ ოთხნი ვართ

გამოვეთხოვე ყველაფერს სევდით,
ყველა მიწიერ სიკეთეს ირგვლივ,
მფარველ სულად ამ „ადგილის დედის“
გადაქცეულა დიდრონი ჯირკვი.

წუთით მოვდივართ ქვეყნის სტუმრებად,
მხოლოდ ჩვევაა ცხოვრება ხრწნილი,
ჰაერულ გზებზე მომეყურება
ნაცნობ ორი ხმის გადაძახილი.

ორის? კედელთან აღმოსავლეთით,
სადაც ჟოლოა მტკბარი ასმაგად,
ნედლი ტოტები მოჩანს მაყვლების,
როგორც წერილი მარინასაგან.

1 მარტი, 2025 წ.

ლექსში "ჩვენ ოთხნი ვართ" ("Нас четверо") იგულისხმება ოთხი დიდი რუსი პოეტი:
1. თავად ანა ახმატოვა
2. ნიკოლაი გუმილიოვი (ახმატოვას ყოფილი მეუღლე)
3. ოსიპ მანდელშტამი
4. მარინა ცვეტაევა (ლექსში მოხსენიებულია ბოლო სტროფში - "წერილი მარინასაგან")
ეს ლექსი დაიწერა მოგვიანებით, როდესაც მხოლოდ ახმატოვა იყო ცოცხალი. გუმილიოვი დახვრიტეს 1921 წელს, მანდელშტამი გარდაიცვალა ციმბირის გადასახლებაში 1938 წელს, ხოლო ცვეტაევამ თავი მოიკლა 1941 წელს.
ლექსში ახმატოვა ადგენს მისტიკურ კავშირს ამ ოთხ პოეტს შორის და მიუთითებს იმაზე, რომ მათი ხმები, მიუხედავად დანარჩენი პოეტების ფიზიკური აღსასრულისა, გადაძახილით კვლავ ერთმანეთს ეხმიანებიან.


Анна Ахматова – Нас четверо

И отступилась я здесь от всего,
От земного всякого блага.
Духом, хранителем «места сего»
Стала лесная коряга.

Все мы немного у жизни в гостях,
Жить — этот только привычка.
Чудится мне на воздушных путях
Двух голосов перекличка.

Двух? А еще у восточной стены,
В зарослях крепкой малины,
Темная, свежая ветвь бузины…
Это — письмо от Марины.

1961 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები