#ლექსები
ნინო დარბაისელი
ომში ყველა ჯარისკაცი (კიდევ ერთი - პაციფისტური)
ომში ყველა ჯარისკაცი ფიქრით მიდის, სხვა მოკვდება, თავად - დასძლევს ჭირს. ტყვია - ბრმაა. განა ფასი ადევს დიდი ფრონტის ხაზზე სიცოცხლეს და ჩირს?
ბრძოლის ველზე დაფლეთილი მკვდრები ყრია. ვინ გაარჩევს თავისას და სხვას! თვით სიკვდილსაც ცოდვით თავი დაუხრია, სიცოცხლის ხე რაღას დაისხამს!
ნანგრევებში რაც გადარჩა, მოროდიორს სადღაც მიაქვს, ეძებს ოქროს, ფულს. გაასაღებს გატეხილს და მერე სდიოს, იმ მყიდველმა გამქრალს, დამალულს.
ჰე, მამულო, შეგწირეო, აგე, შვილი! - - იტყვის დედა? ასე იხდით ვალს? ყვავ-ყორანი - ლეშის სუნზე დაგეშილი ძვირფას ცხედარს ამოკორტნის თვალს.
დამტირებლებს რა ეშველოს, ვისაც მკვდარიც არ ერგუნა, სხვის საფლავთან ზის. როგორ სურდა, რომ სიცოცხლეს ეგუგუნა, მაგრამ მისთვის სხივი ჩაქრა მზის.
გამჩაღებლებს - უცმაცუნებთ ტუჩები და ყველა ელის თავის მსუყე წილს. სხვისი კვნესა დანგრეული ქუჩებიდან, არც კი ესმით, სხვას სწამებენ ცილს!
არ ასცილდეს ყვა-ვყორანთა ლუკმად ქცევა, ყველა იმას, ვინც ამართლებს ომს, ხელებს ითბობს სხვის სიკვდილზე, ბოლოს სადღაც - გაიქცევა. იმის სახლ-კარს ჩამოქცევა, მთლად დაქცევა არ ასცილდეს იმის ჯიშს და ტომს - - ვწყევლი ყველა ომს და ომის მნდომს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, მუხა! ომებზე ცოტა როდი წამიკითხავს. ნებისმიერი ომი, ცხადია, კარგ ომად - მიაჩნია მომგებს. საერთო ის აქვთ, რომ ყველა ომში უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. იღუპებიან და ქრებიან.. საბოლოოდ მხედართმთავართა სახელებს გვინახავს ისტორია. ამიტომ ვარ პაციფისტი. მიხარია რომ ასევე ხედავ და გრძნობ. მადლობა, მუხა! ომებზე ცოტა როდი წამიკითხავს. ნებისმიერი ომი, ცხადია, კარგ ომად - მიაჩნია მომგებს. საერთო ის აქვთ, რომ ყველა ომში უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. იღუპებიან და ქრებიან.. საბოლოოდ მხედართმთავართა სახელებს გვინახავს ისტორია. ამიტომ ვარ პაციფისტი. მიხარია რომ ასევე ხედავ და გრძნობ.
1. - ვწყევლი ყველა ომს და ომის მნდომს! ამინ. - ვწყევლი ყველა ომს და ომის მნდომს! ამინ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|