ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
3 მარტი, 2025


Марина Цветаева - Поцеловала в голову

მარინა ცვეტაევა - თავზე ვაკოცე

თავზე ვაკოცე, თუმც სჯობდა მგონი
მისთვის ტუჩებში მეკოცნა ნაცვლად,
მშვენივრად ვიცი, წარსულის ხსოვნით,
ხარ სიყვარულო უტკბესი განცდა.

მცირედი ღვინო, კარგი გუნება,
შემთბარი ქურქსაც ხალისით ვიხსნი,
მოგონებებით აგუგუნდება
ძარღვებში დამდოვრებული სისხლი!

თუმც არა, ასეთ ასაკში მაჯა
თვით სიყვარულსაც არა აქვს ქალის,
ხელში აიღებს ვენერა ნაჯახს,
დაანაფოტებს ბნელ სარდაფს მწყრალი.

საწამებელი ჭირის და ყინვის,
ზამთართან ჯვარდაწერილი დარდით,
მისი ორი ფრთა ამურმა გმინვით,
გადაუცვალა ჩექმებზე ნაბდის.

ჰაეროვანო ქმნილებავ, მიდი
დაგრიხე თოკი, წარსულის ხათრით
მიუახლოვდი, დაჯექი რიდით
სარეცელზე მწოლ გოგონას თავთით.

შორეულ შეხვედრამდე, მშვიდობით!
ვიდრე ვისწავლით ორივე კენტად,
ბიჭების ამბორს უკეთ დიდობით,
რომ ფასობს თავზე კოცნაზე მეტად.

3 მარტი, 2025 წ.


Марина Цветаева - Поцеловала в голову

Поцеловала в голову,
Не догадалась — в губы!
А все ж — по старой памяти —
Ты хороша, Любовь!

Немножко бы веселого
Вина, — да скинуть шубу, —
О как — по старой памяти —
Ты б загудела, кровь!

Да нет, да нет, — в таком году
Сама любовь — не женщина!
Сама Венера, взяв топор,
Громит в щепы подвал.

В чумном да ледяном аду,
С Зимою перевенчанный,
Амур свои два крылышка
На валенки сменял.

Прелестное создание!
Сплети-ка мне веревочку
Да сядь — по старой памяти —
К девчонке на кровать.

— До дальнего свидания!
— Доколь опять научимся
Получше, чем в головочку
Мальчишек целовать.

Декабрь 1919

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები