 | ავტორი: დებორა ჟანრი: თარგმანი 19 მარტი, 2009 |
ვერა პავლოვა
სვიტერშიც მოჩანს,როგორ დავფარო პირველი ლიფი - ნომერ პირველი. ეზოში ყველა მე შემომცქერის, რა ნახეს ნეტა გასაკვირველი! ვიჯვარედინებ მკერდზე ხელებს და რაც შემიძლია,მხრებში ვიხრები, მაინც მამჩნევენ სეირნობისას, ვერაფერს მშველის ხელები,მხრები. მახრჩობელაა ეს საჩუქარი, ჰაერს ვიგუბებ შენაწუხები და ამოსუნთქვას ვეღარც კი ვბედავ, არადა, დედამ,სულ სხვათა შორის, ვითომ შემთხვევით,მომცა წუხელი.
Под свитерком его не спрячешь, мой первый лифчик номер первый, когда, гуляя по двору, его ношу, и каждый смотрит, и каждый видит, несмотря на то, что складываю плечи и что крест-накрест руки. Трудно дышать — затянуто дыханье подарком, сделанным мне мамой вчера, как будто между прочим.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ფანტასტიური :) ფანტასტიური :)
15. თარგმნის მასტერკლასი. თარგმნის მასტერკლასი.
14. ულაპარაკოდ 5 ულაპარაკოდ 5
13. *** დამატკბო შენმა შაირმა (რის წყენა და რა წყენაო), შე მართლა ენამერცხალავ, სიტყვის ლამაზად დენაო, ერთი ხარ... ვერ შეგედრება ათი ათასი ვერაო. ვერას ბადეში ჩავტოვოთ პეტრე ან ზურიკელაო, ვაჟიკა კაწალხეველსა მაგათთვის არა სცხელაო.
ლექს რად მომიკალ,დებორავ, რად ამიკრძალე ფრენაო, რად შეგეშალე ოთარში (გამაჟრჟოლ-გამაცხელაო), ძალიან ვიმხიარულე_ ოდელა-დელა-დელაო!
შენმა წკრიალა კაფიამ ფიქრები დამიმშვენაო, სისხამზე გამომეცხადა, კაი დღე გამითენაო, ლექსისთვის დაბადებულო, ყოველთვის სანატრელაო!
*** დამატკბო შენმა შაირმა (რის წყენა და რა წყენაო), შე მართლა ენამერცხალავ, სიტყვის ლამაზად დენაო, ერთი ხარ... ვერ შეგედრება ათი ათასი ვერაო. ვერას ბადეში ჩავტოვოთ პეტრე ან ზურიკელაო, ვაჟიკა კაწალხეველსა მაგათთვის არა სცხელაო.
ლექს რად მომიკალ,დებორავ, რად ამიკრძალე ფრენაო, რად შეგეშალე ოთარში (გამაჟრჟოლ-გამაცხელაო), ძალიან ვიმხიარულე_ ოდელა-დელა-დელაო!
შენმა წკრიალა კაფიამ ფიქრები დამიმშვენაო, სისხამზე გამომეცხადა, კაი დღე გამითენაო, ლექსისთვის დაბადებულო, ყოველთვის სანატრელაო!
10. ,,ძაან მაგარი ქალია, ვაჟავ,პავლოვა ვერაო. ბევრი ქართველი პოეტი ახლო მიუვა ვერაო, ეროტიკ-ერეტიკოსსა არ აკრთობს სხვათა ცქერაო, არც რად მიუჩინს არხეინს გმობა და თითის შვერაო, თან იგრე ლამაზი არი, იგეთი გაიძვერაო, ყველა მზირალი,მზვერავი ლოდინით ``გააზვერაო`, სუ გადარია კაცები, უწვერული და წვერაო, თავ-თავის ხიდან მოტეხა, გააჭოკ-გააჟვერაო, გამაგრდი, მტკიცედ დადექი, ვით შემართული ცერაო, მალიად ჩამაიცილე გულიდან ეგ ქიმერაო, არ ჩაგიხვიოს ბადეში, გაფრთხილებ,თორე ,მე რაო!"
მაგარია =))
,,ძაან მაგარი ქალია, ვაჟავ,პავლოვა ვერაო. ბევრი ქართველი პოეტი ახლო მიუვა ვერაო, ეროტიკ-ერეტიკოსსა არ აკრთობს სხვათა ცქერაო, არც რად მიუჩინს არხეინს გმობა და თითის შვერაო, თან იგრე ლამაზი არი, იგეთი გაიძვერაო, ყველა მზირალი,მზვერავი ლოდინით ``გააზვერაო`, სუ გადარია კაცები, უწვერული და წვერაო, თავ-თავის ხიდან მოტეხა, გააჭოკ-გააჟვერაო, გამაგრდი, მტკიცედ დადექი, ვით შემართული ცერაო, მალიად ჩამაიცილე გულიდან ეგ ქიმერაო, არ ჩაგიხვიოს ბადეში, გაფრთხილებ,თორე ,მე რაო!"
მაგარია =))
9. ერთ ახლობელს,რომლის გვარსაც არ დავასახელებ,მგონი ვერა პავლოვა შეუყვარდა. ყველა საიტზე დასდევს,სადაც კი ეს თარგმანი დავდე.ჰოდა ,ეს - ჩემგან!
ძაან მაგარი ქალია, ვაჟავ,პავლოვა ვერაო. ბევრი ქართველი პოეტი ახლო მიუვა ვერაო, ეროტიკ-ერეტიკოსსა არ აკრთობს სხვათა ცქერაო, არც რად მიუჩინს არხეინს გმობა და თითის შვერაო, თან იგრე ლამაზი არი, იგეთი გაიძვერაო, ყველა მზირალი,მზვერავი ლოდინით ''გააზვერაო', სუ გადარია კაცები, უწვერული და წვერაო, თავ-თავის ხიდან მოტეხა, გააჭოკ-გააჟვერაო, გამაგრდი, მტკიცედ დადექი, ვით შემართული ცერაო, მალიად ჩამაიცილე გულიდან ეგ ქიმერაო, არ ჩაგიხვიოს ბადეში, გაფრთხილებ,თორე ,მე რაო! ერთ ახლობელს,რომლის გვარსაც არ დავასახელებ,მგონი ვერა პავლოვა შეუყვარდა. ყველა საიტზე დასდევს,სადაც კი ეს თარგმანი დავდე.ჰოდა ,ეს - ჩემგან!
ძაან მაგარი ქალია, ვაჟავ,პავლოვა ვერაო. ბევრი ქართველი პოეტი ახლო მიუვა ვერაო, ეროტიკ-ერეტიკოსსა არ აკრთობს სხვათა ცქერაო, არც რად მიუჩინს არხეინს გმობა და თითის შვერაო, თან იგრე ლამაზი არი, იგეთი გაიძვერაო, ყველა მზირალი,მზვერავი ლოდინით ``გააზვერაო`, სუ გადარია კაცები, უწვერული და წვერაო, თავ-თავის ხიდან მოტეხა, გააჭოკ-გააჟვერაო, გამაგრდი, მტკიცედ დადექი, ვით შემართული ცერაო, მალიად ჩამაიცილე გულიდან ეგ ქიმერაო, არ ჩაგიხვიოს ბადეში, გაფრთხილებ,თორე ,მე რაო!
8. ქალწულის მკერდის მონახაზი...როცა ბუნებას გინდა უთხრა -არ დაარღვიო სიმეტრია... საკუთარი ქალური ხიბლის და სექსუალურობის პირველი გააზრება. საკუთარი ქალური ბუნების,გზნების,მაცდურობი შეგრძნება. საინტერესო ეროტიული თამაშია.Трудно дышать — затянуто дыханье подарком, сделанным мне мамойმახრჩობელაა ეს საჩუქარი, ჰაერს ვიგუბებ შენაწუხები და ამოსუნთქვას ვეღარც კი ვბედავ ეს მონაკვეთი ეროტიულია გაცილებით ,ვიდრე ''სვიტერშიც მოჩანს,როგორ დავფარო პირველი ლიფი - ნომერ პირველი. ეზოში ყველა მე შემომცქერის, რა ნახეს ნეტა გასაკვირველი'' ამ პირველ ნაწილში უფრო ''უხეშადაა'' ეს ეროტიულობა და მერე უფროა სიტყვების ''თამაშით ''.:) შეიძლება კონტრასტისთვისაა ასე.
ლექსი მე ნაკლებად მომეწონა,ორიგინალი ანუ და თარგმანი კი უდავოდ კარგი.თქვენს მთარგმნელობით ნიჭს გამოვარჩევ...მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი ნინოს შესანიშნავი თარგმანების გაკეთება შეუძლია ინგლისურიდანაც . ძალიან საინტერესო და კარგი სამსახური შეგიძლიათ გაუწიოთ ამ თარგმანებით მკითხველს:)
ქალწულის მკერდის მონახაზი...როცა ბუნებას გინდა უთხრა -არ დაარღვიო სიმეტრია... საკუთარი ქალური ხიბლის და სექსუალურობის პირველი გააზრება. საკუთარი ქალური ბუნების,გზნების,მაცდურობი შეგრძნება. საინტერესო ეროტიული თამაშია.Трудно дышать — затянуто дыханье подарком, сделанным мне мамойმახრჩობელაა ეს საჩუქარი, ჰაერს ვიგუბებ შენაწუხები და ამოსუნთქვას ვეღარც კი ვბედავ ეს მონაკვეთი ეროტიულია გაცილებით ,ვიდრე ``სვიტერშიც მოჩანს,როგორ დავფარო პირველი ლიფი - ნომერ პირველი. ეზოში ყველა მე შემომცქერის, რა ნახეს ნეტა გასაკვირველი`` ამ პირველ ნაწილში უფრო ``უხეშადაა`` ეს ეროტიულობა და მერე უფროა სიტყვების ``თამაშით ``.:) შეიძლება კონტრასტისთვისაა ასე.
ლექსი მე ნაკლებად მომეწონა,ორიგინალი ანუ და თარგმანი კი უდავოდ კარგი.თქვენს მთარგმნელობით ნიჭს გამოვარჩევ...მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი ნინოს შესანიშნავი თარგმანების გაკეთება შეუძლია ინგლისურიდანაც . ძალიან საინტერესო და კარგი სამსახური შეგიძლიათ გაუწიოთ ამ თარგმანებით მკითხველს:)
7. ეროტიჩნო დაჯე ოჩენ :) კარგია ეროტიჩნო დაჯე ოჩენ :) კარგია
6. რა კარგად არის დაჭერილი მომენტი სიტყვით.... და ქართულად აჟღერებული.....:) რა კარგად არის დაჭერილი მომენტი სიტყვით.... და ქართულად აჟღერებული.....:)
5. ნამდვილად კარგი თარგმანია... ნამდვილად კარგი თარგმანია...
4. მოგიკითხეთ ქალბატონო ნინო. "სარას" ავტორი :) მოგიკითხეთ ქალბატონო ნინო. "სარას" ავტორი :)
3. კარგი თარგმანია :) კარგი თარგმანია :)
1. სვიტერშიც მოჩანს,როგორ დავფარო პირველი ლიფი - ნომერ პირველი. ეზოში ყველა მე შემომცქერის, რა ნახეს ნეტა გასაკვირველი! ... რაც ნახეს,დიდებულია! :)
სვიტერშიც მოჩანს,როგორ დავფარო პირველი ლიფი - ნომერ პირველი. ეზოში ყველა მე შემომცქერის, რა ნახეს ნეტა გასაკვირველი! ... რაც ნახეს,დიდებულია! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|