მარინა ცვეტაევა - ფსიქეა
1. შინ თვითმარქვიად არ მოველ მწირი, არც მნებავს მხევლის პური, საგზალი, ვარ შენი ვნება და უქმე კვირის, შენი მეშვიდე დღე და ცარგვალი.
გროშებს მიხდიდნენ მანდ და კისერი გადამიყვლიფეს მძიმე ფიქლებმა, ნუთუ ვერ მიცან? მერცხლის იერით შორით მოვფრინდი შენთან - ფსიქეა!
2. მოსიყვარულევ, აჰა, ბრანძები, ადრე სხეული იყო სანუკვი, დაფხავებულა ჟამით ნაძენძი, შემრჩა ორი ფრთა მხოლოდ ფაფუკი.
შემმოსე შენი დიად ნათელით, მიწყალე, მიხსენ მონა სიმდარის, ეს დაფლეთილი ძველი საცმელი გადააბრძანე შენს საწმინდარში.
6 მარტი, 2025 წ.
Марина Цветаева - Психея
1 Не самозванка — я пришла домой, И не служанка — мне не надо хлеба. Я — страсть твоя, воскресный отдых твой, Твой день седьмой, твоё седьмое небо.
Там на земле мне подавали грош И жерновов навешали на шею. — Возлюбленный! — Ужель не узнаешь? Я ласточка твоя — Психея!
Апрель 1918
2 На́ тебе, ласковый мой, лохмотья, Бывшие некогда нежной плотью. Всю истрепала, изорвала, — Только осталось что два крыла.
Одень меня в своё великолепье, Помилуй и спаси. А бедные истлевшие отрепья Ты в ризницу снеси.
13 мая 1918
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|