ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2009


უფრო და უფრო ძნელდება

მზერითაც ვეღარ მისწვდები
დღეებს-გაფრენილს,მზისფერებს.

ნატანჯი სიყვარულისას
გიმღეროდი და გიმღერებ.

იმ ქვეყანაში გრძელდება,
უფრო და უფრო ძნელდება
მამა-პაპათა სიბერე...

დარდებს_ჩვენსას თუ თავისას
ცრემლის კოშკებში ითმენენ!

***
ეს სიბრძნე მიწის სახეზე
და ცის თვალებზე სწერია:
მას შეგახვედრებს უფალი,
ვინც ბედისწერით შენია,
ვინც შენით ისე იხარებს,
ცას მიუწვდება ხელია,
ვისთვისაც წუთი უშენოდ
სიკვდილზე უფრო ძნელია,
ვისაც არ დაენანება
შენთვის სიცოცხლის დღენია,
შენი ტაძრისთვის იქნება
ოქროს ფუძე და ჭერია,
ვისთვისაც უსიყვარულოდ
წუთისოფელი მტვერია...

ეს სიბრძნე მიწის სახეზე
და ცის თვალებზე სწერია:
მას შეგახვედრებს უფალი,
ვინც ბედისწერით შენია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები