ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა.ანა
ჟანრი: პროზა
9 მარტი, 2025


დედა


დედა


იზრდები და ყველა გაზაფხული, ერთნაირად საშინელია.

სუნია ისეთი, წვიმის და ქალაქის....
გაქცევას მოგანდომებს
ან
ბავშვობას, და სიმარტივეს
...

პირველ და უკანასკნელ სიყვარულს, ერთმანეთში გიზელს.
მერე,
აღარ იცი,
ვინ გენატრება.
შენი თავი, თუ ის საუკეთესო ვერსია, რომელიც არ არსებობს.
ის ხომ, თავის დასამშვიდებლად გამოიგონე.

გჭირდება.

აქ, კედლები, ტკივილამდე ცარიელია.
სულშიც და ჭერზეც, ჩამომხრჩვალი მოთმინება, ობობის ქსელს აბამს,
დღე და ღამ...


რა სიგიჟეა.

ასაკიც კი არ მაქვს იმდენი,
ტკივილები სადმე მიმოვფანტო,
გავიყურსო მათ კრუსუნში,
თან სიტყვები ისე დავაწყო,
რომ გაგიკვირდე.


ქარია გარეთ.

კაცის ღმუილს,
ჩემს ფანჯრებზე აკრავს განგება.

სადღაც ქოხში ,
აქა-იქ რომ ძლივს ბჟუტავს ქურა,
ღმერთს მიჰყავს
დედა.

საკუთარი შვილი_
შვილისგან.....

გაზაფხულია.....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები