ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
9 მარტი, 2025


. . .

აქვს რაღაც ქიმიური მეთოდი შტეფან ცვაიგს, როგორ გაეშვა ლოთობას, ინდიელ ქალებზე ოცნებას და უსასრულო მოლოდინს, თუ როდის მოვა ზაფხულის წვიმა და როცა ის მოვა, არ იქნება ისეთი... თბილი, ან მარადიული;
    როგორ დაამთავრო შენი ახალი სახლის წარმოდგენები, კიბეებზე ასვლისას სწორხაზოვანი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა და სიბნელეში ზურგის სიმძიმის შეგრძნება;
    როგორ აღარ შეიკრა ტალახიანი თასმები, აღარ შეგცივდეს სხვანაირი, - უფრო მძიმე - სიკვდილისას და აღარ დაიხოკო სახე კიდევ ერთი დამარცხებისას; უსასრულო, მათემატიკურად აუხსნელი მარცხი, მარცხი, მარცხი, მარცხი;
      როგორ აღარ მოგეფეროს სახეზე ზამთრის სუსხი, აღარ გეყრებოდეს ფეხსაცმელში მტვერი, აღარ გქონდეს გახვრეტილი საფულე:
    აღარ გთხრიდნენ ექიმები საფლავიდან, აღარ ისინჯავდე მაჯისცემას, აღარ იყო ეგო, რჩეული რჩეულთაგან, საწყალი საწყალთაგან, მდიდარიც კი მდიდრებს შორის
    ნაცისტური გერმანია დამთავრდა - შტეფან ცვაიგს აქვს მეთოდი - ერთი ფინჯანი ყავა ბარბიტურატებით საყვარელ ქალთან ერთად, სამარადჟამო 1942ში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები