ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 მარტი, 2025


ლექსმცოდნეობითი ოპუსები - ნონეტი

#ლექსმცოდნეობითი ოპუსები - ნონეტი

ნონეტი-  სალექსო ფორმაა.  ჩვენებურად - ცხრასტრიქონედი.
იგი ცხრამარცვლიანით იწყება და ყოველ სტრიქონზე თითო  მარცვალი აკლდება. შესაბამისად, ბოლოს, მეცხრე სტრიქონზე სულ  ერთი მარცვალი დარჩება. რითმა საჭირო არ არის.
    ნონეტი, როგორც ტერმინი, გენეტიკურად - გადმოსული ჩანს მუსიკიდან. აღნიშნავს ცხრა შემსრულებლისგან შემდგარ მუსიკალურ ჯგუფსაც, ასევე ცხრა სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ ერთ თემაზე, მოტივზე და აშ. შექმნილი ნაწარმოებების  გაერთიანებას  შესრულებისას.
  ეტიმოლოგიურად - მკვლევართა ერთი ნაწილი იტალიურ ენასა და ხელოვნებას უკავშირებს. (“ნონნეტტე - ცხრეული)
    ვიდრე ქართულ, პრაქტიკულ მაგალითს შემოგთავაზებდეთ, ეს ინგლისურენოვანი განმარტება იქნებ უფრო დაეხმაროს ვინმე მოინგლისურეს, თეორიული პლანის გარკვევაში- “A nonet is a nine-line poem. In the nonet form, each line contains specific, descending syllable counts. The first line contains nine syllables, the second line contains eight, the third line contains seven, and so on. The last line of nonet poetry contains one syllable.”)
ახლა ვნახოთ, რა გამოგვივა ქართულად.
ჯერ შევეცდები,  პირობითი სიტყვებით შევავსო ფორმა და ამით მოდელი ,, გავაქართულო”

ნონეტი

ეს ნონეტი შენ მოგიძღვენი.
ფორმა არის უჩვეულო,
ფორმა - ჩვენთვის  ახალი,
მოგეწონოს მინდა.
რითმა არ უნდა,
არ იხდენსო.
რა ვიცი,
ვცდი კი,
ჰა!

ახლა ვეცდები, მოდელს რამე თემა მოვარგო. ინგლისელებს აქვთ ასეთი  ეტიკეტური გამონათქვამი. როცა ისეთ სიტუაციაში ჩავარდები, რომ  არ იცი, რით გააბა საუბარი, თქვი რამე ამინდზე. მასზე ყოველთვის შეიძლება რამე ითქვას. მეც  - მათი რჩევის თანახმად, ავიღებ წვიმას და ქარს:

წვიმის ნონეტი

დილიდანვე რა ავდარია,
ლამის ზეცა ზედ დაგვემხოს.
საშინელი წვიმაა.
სეტყვაც მოსდევს, მგონი.
რა დავაშავეთ,
ცა იქცევა?
უღმერთო?
რატომ?
წვიმს!

ქარის ნონეტი

ქარიშხლები გაავებულან.
ბრძოლებია ცაში ალბათ.
ამირანმა აიშვა?
დაეძინათ მჭედლებს?
დამდგარა ჟამი.
ბოლო ნეტა?
ვინ იცის!
ღმერთო,
ქრის!

დავალება: მიჰყევით პირველ  “ლექსს”- მოდელს, შეარჩიეთ თემა და ააგეთ მასზე ნონეტი.
დასაწყისისთვის, ამოცანა რომ გაიმარტივოთ,  ეცადეთ, ჯერ გაარკვიოთ, რა გექნებათ ბოლოში, ერთმარცვლიან სიტყვად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს