ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
19 მარტი, 2025


მტკვრისპირელი

    მე მტკვრისპირელი ვარ; განა იმიტომ, რომ მტკვართან ვცხოვრობ, არამედ, თითქოს ყველა თვითმკვლელი და ჯადოს ამხსნელი ჩემ წინ გადის; შემთხვევით გადავარდნილებიც ჩემგან ვარდებიან და ყველა ჩარეცხილი უნიტაზის არომატიც ჩემ წინ გროვდება.
    მტკვრისპირელები კარგად ვრძნობთ მთელი ქალაქის ამონაღებს, და ამ ამონაღებში, დილეტანტი მკითხველიც კი, მხოლოდ კითხულობს, რომ ამ ქალაქის იქით, სხვა აღარაფერია:
    ქართლის დედის თასში, ჩემი ნაწვიმარი ბენზინი გროვდება, ბოტანიკურში შესასვლელად შვიდი ერთ ლარიანი მჭირდება და მეტეხს რამდენიმე ბალიანი ძვრაღა უკლია, რომ ყველა პატიმრის ფრჩხილებით ნაჩიჩქნი გამოქვაბულები ერთ დიდ თავისუფლების კარად იქცეს.
    ტალახის ფერია მტკვარი! ყარს! მხოლოდ ზაგესის მთებია ამ სიბინძურის თავშესაფარი. იქ არავინ დადის! შეგიძლია დაიკარგო, გადმოხედო ზემოდან ასი ათასი მოწამის სისხლით ნაჟღენთ კანალიზაციას და სიმშვიდე იპოვნო, სანამ გაიხსენებ, რომ მტკვრისპირელობა პეტრე მოციქულამდე მოგდევს; იმის იქით უკვე აღარაფერია, მთავრდება თბილისი - მთავრდება სამყარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები