მარინა ცვეტაევა
აი კვლავაც ფანჯარა
***
აი, კვლავაც ფანჯარა. სადაც კვლავ აფხიზლებთ რამ. იქნებ - სმამ ქნა ამჯერად, იქნებ - უბრალოდ, ჯდომამ.
იქნებ მჭიდროდ აერთა ვიღაც ორმა ხელი ხელს. ყველა სახლი ასეთი ფანჯრით თავის შუქს ამხელს.
არა შუქით სანთელთა ანდა ლამფის ალებით, იქ სიბნელე ნათდება: უძინარი თვალებით!
ჰკივი - შეყრა-გაყრითა! - - შენ, წყვდიადის ფანჯარავ! იქნებ სანთლით ასითა, იქნებ - სამით - მტანჯავ რას…
არა და არ მიეცა ჩემს გონებას სიდინჯე და ჩემს სახლს გადმოეცა და ასე გავიტანჯე.
ილოცე, მეგობარო, სახლი გქონდეს უძილო, სახლში - ფანჯრის ცეცხლი და შიგ გელოდნენ უცილოდ!
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева *** Вот опять окно, Где опять не спят. Может - пьют вино, Может - так сидят. Или просто - рук Не разнимут двое. В каждом доме, друг, Есть окно такое.
Не от свеч, от ламп темнота зажглась: От бессонных глаз!
Крик разлук и встреч - Ты, окно в ночи! Может - сотни свеч, Может - три свечи... Нет и нет уму Моему покоя. И в моем дому Завелось такое.
Помолись, дружок, за бессонный дом, За окно с огнем!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რითმიანი ლექსის დიდოსტაის მარინა ცვეტაევას პოეზია ძAლიან მომწონს და თარგმანი საუკეთესოა. რითმიანი ლექსის დიდოსტაის მარინა ცვეტაევას პოეზია ძAლიან მომწონს და თარგმანი საუკეთესოა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|