ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2025


წუთისოფლისგან განხიბლვა

„თუკი მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით“ (პავლე მოციქული)


მაცდური ანგელოზი:

უნდა იხმიო წვენი შარბათის
და არ გჭირდება დაცვა შაბათის,
რადგან მოკლეა წუთისოფელი,
სიტკბოდ აქციე წუთი ყოველი.

მფარველი ანგელოზი:

შენ მხოლოდ უფალს უნდა მისდიო,
არ დაემსგავსო უღვთო იდიოტთ,
უნდა ირწმუნო წმინდა Dios-ის
და აერიდო გულბილწ დიონისს.

გონება:

პირველის რჩევა გულს ეამება,
თუმც ეგებ მირჩევს შარახვეტია
და სულს მარადი ელის წამება,
სადაც ცოდვილთა ჯოჯოხეთია.

მკვდართა აღდგომის თუ გეწამება,
ეძიე სულის განსაწმენდელი,
ღვთის რწმენას თუკი დეწაფება,
აერიდება საწამებელი.

23.03.2025 წ.

Dios - ღმერთი (ესპანურად)

ქართული განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით - ჯოჯოხეთი  ც რ უ მ ო რ წ მ უ ნ ე თ ა წარმოდგენაში არსებობს. იხ. https://ena.ge/explanatory-online

ჯოჯოხეთი  ჯოჯოხეთ-ი (ჯოჯოხეთისა) 1. ცრუმორწმუნეთა წარმოდგენით _ ადგილი (საიქიოში), სადაც თითქოს საშინელ ცეცხლში იტანჯებიან ცოდვილთა სულები (საპირისპ. სამოთხე).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები