ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2025


დედის მონატრება

ძლიერია მონატრება,
მენატრება დედაჩემი,
გულისცემის მომატებას
ვგრძნობ და ვთვრები ზედაშეთი.

მიხუტებდა მკერდზე დედა,
მიკოცნიდა ლოყებს, თვალებს,
ღამღამობით სიზმრად ვხედავ,
ტკივილს დროც ვერ დამიამებს.

ასეთია რეალობა,
სევდა არის ყოფა ჩემი,
ვიდრე ვიწვევ სხვებში ნდობას,
ჩემში ცოცხლობს დედაჩემი.

2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები