ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
31 მარტი, 2025


ერთადერთი ნორმალური ადამიანი, - მე.

როცა ვატყობ, რომ მხეცი ვარ, როცა მრგვალი მაგიდის წევრი ვარ, და აი, ეს დანარჩენი მხეცები ამბობენ,
ეს ქვეყანა, ჩემია;
ეს ქალი ჩემია;
ამ მთა-ბორცვებზე მე უნდა ვძოვო ბალახი,
იმ წამსვე, არც ძალიან გვიან და არც ძალიან ადრე, რაღაც საოცრება ჩემში, - მძიმე, მკაფიო ლურჯი, - შემომღაღადებს, რომ ეს ყველაფერი არ მჭირდება. ერთის მხრივ, განა არ მინდა?!
ეს ქვეყანა!
ეს ქალი!
ამ მთა-ბორცვებზე ძოვა!
    როცა ეს ფარდები დაეშვება ჩემ-კარ-ფანჯარ-მიდამოზე, და მარტო ვრჩები, ძალიან მარტო, ვითარცა რაღაც ამორფული ქიმიური პროცესი დიდ ბრახაბრუხამდე, - ჩემ თავს ვეუბნები,
ბიჭო!
გარეკე?!
გარეკე?!
რეებზე ფიქრობ?!
რეებზე ფიქრობ?!
რომ ქრისტეს აღდგომა კვანტურ სამყაროში შროდინგერისეულია?! ანუ ნამდვილია?! ყველაფერი, რისიც არ გვჯეროდა?! რომელ იდეალურ ვარდნაზე ფიქრობ, ბიჭო! აზრზე მოდი, იდეალურ ვარდნამდე რეები გაიარე!
    და ამ უაზრო კანკალ-ბარბაცში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ, მთავარია, ვიღაცამ მომიკაკუნოს, მეც კარი გავუღო და იმ წამს გამიელვებს: ერთადერთი ნორმალური ადამიანი, - მე.
    ამდენ დალაგებულ-გაწკრიალებულ კაცში, მე?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები