 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 3 აპრილი, 2025 |
მარინა ცვეტაევა
დონ ჟუანი 1. დილაუთენია, ჟამით ყინვიანით, მეექვსე ხე როა, მწკრივში არყიანის, ეკლესიის როა იქვე მოსახვევი, მოდით, დამელოდეთ იქვე, დონ ჟუანო!
დამიჯერეთ, ვამბობ თქვენთან არდასამალს, ვფიცავ საქმროს ჩემსას , ვფიცავ თავსაც ამას, კარგი ადგილები ამ ჩემს მამულს არ აქვს, ვერ მიაგნებთ ვერსად საკოცნაო ალაგს.
არსად გვაბადია რამე შადრევნები. ჭაც კი მოიყინა. შიშისაგან გაგცრის, ისე დაჟინებით, მზერით ისე მკაცრით, შემოგვჩერებია ყველას ღვთისმშობელი,
და ზედმეტი რამე რომ არ შემოესმათ, რათა აარიდონ ფუჭი სიტყვა - ქალებს, აქ მუდმივად რეკენ ეკლესიის ზარებს, თან უხმამაღლესად, მართლა შესაზარებს.
ასეც ვიცხოვრებდი მეც - ამ ყოფით ჩვენით, მაგრამ სიბერისა - შიში მეძალება, გაჩერება თქვენი აქ არ შეიძლება, ჩემი მხარე ლამაზს სულაც არ შეგშვენით.
აჰ, ვინ გიცნობთ ახლა, დათვის ქურქიანო,, ასე ცნობა თქვენი მართლა არის ძნელი, რომ არ იყოს ასე კარგი საკოცნელი ეგ ტუჩები თქვენი, ჩემო დონ ჟუანო! 1917 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева Дон- Жуан 1 На заре морозной Под шестой березой За углом у церкви Ждите, Дон-Жуан! Но, увы, клянусь вам Женихом и жизнью, Что в моей отчизне Негде целовать! Нет у нас фонтанов, И замерз колодец, А у богородиц — Строгие глаза. И чтобы не слышать Пустяков — красоткам, Есть у нас презвонкий Колокольный звон. Так вот и жила бы, Да боюсь — состарюсь, Да и вам, красавец, Край мой не к лицу. Ах, в дохе медвежьей И узнать вас трудно, Если бы не губы Ваши, Дон-Жуан! 1917
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. 8.მარინა ცვეტაევა დონ ჟუანი -7
ძალიან, ძალიან კარგი თარგმანია. მომწონს ასეთი თარგმანი, როცა ლექსის შინაარსი მთარგმნელის მიერ შეკეთებული არ არის და ლექსის ფორმაც , თუ ვიზუალი , თუ რა ქვია მაგას? გრაფიკა დედანთან თანხვედრია, ეს ჩემი სუბიექტურია აზრია და ჩემი გემოვნებით ვაფასებ, თორემ ლიტერატურულ ტერმინებში , თუ თარგმნის წესდებაში არაფერი მესმის. 8.მარინა ცვეტაევა დონ ჟუანი -7
ძალიან, ძალიან კარგი თარგმანია. მომწონს ასეთი თარგმანი, როცა ლექსის შინაარსი მთარგმნელის მიერ შეკეთებული არ არის და ლექსის ფორმაც , თუ ვიზუალი , თუ რა ქვია მაგას? გრაფიკა დედანთან თანხვედრია, ეს ჩემი სუბიექტურია აზრია და ჩემი გემოვნებით ვაფასებ, თორემ ლიტერატურულ ტერმინებში , თუ თარგმნის წესდებაში არაფერი მესმის.
9. დონ ჟუანის ძებნა- ძებნაში ამას წავაწყდი ფაილებში
მარინა ცვეტაევა - გაგაზავე - თმის ნამწვავო
***
გაგაზავე - თმის ნამწვავო,
შენ მიხედე ჭიქის ძირო!
ვერც ეჭამოს, ვერც ემღეროს,
ვერც ელიოს, ვერც ეძინოს!
ჯეელობა - არ ერბილოს,
არც - შაქარი არ ეტკბილოს,
ვერ იხაროს სიბნელეში,
და ნორჩ ცოლთან იყოს ლეში.
ვით ეს თმები ოქრომფენი -
მტვერი გახდა ნაცრისფერი,
ყრმობა - ისე გაუქარდეს,
მალე თეთრად დაუზამთრდეს.
ბრმა-ყრუ გახდეს!
ხმელად ხავსდეს,
მიმავალი - ვაის ძრახდეს!
1918 3 ნოემბერი
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева
*** Развела тебе в стакане Горстку жжёных волос. Чтоб не елось, чтоб не пелось, Не пилось, не спалось.
Чтобы младость — не в радость, Чтобы сахар — не в сладость, Чтоб не ладил в тьме ночной С молодой женой.
Как власы мои златые Стали серой золой, Так года твои младые Станут белой зимой.
Чтоб ослеп-оглох, Чтоб иссох, как мох, Чтоб ушёл, как вздох.
3 ноября 1918
დონ ჟუანის ძებნა- ძებნაში ამას წავაწყდი ფაილებში

8. ესეც მეშვიდე. რაც ვერ ვიპოვე, ახლიდან გავაკეთე. კომპთან რომ მოვხვდები და ლიმიტიც გამიშვებს, მთელ ციკლს ერთად დავდებ
მარინა ცვეტაევა დონ ჟუანი -7
და შემხვედრ მზერაში ნაღველმა შეცურა, ვნებაა ამტყდარი, ქალაქში ჩაივლი - შავტუხა - მხეცურად, ციურად - გამხდარი.
ტანჯვით დანისლულულან, გადაღლა ეტყობათ, გამხელენ თვალები. ღილკილოს - ვარდია. ჯიბეებს - სიტყვები - სავსე ტრფიალებით.
ჰო , ჰო , რესტორანში უკრავს ვიოლინო, შენს ხმას უბრუნდება. მე მინდა, ღიმილი ჩემი მოგაწვდინო, ხელმწიფევ ქურდების!
და ვიცნობ ამ მზერას, რაღაც დამემართა და ფრთები შემენძრა - იგივე მზერაა, ვით კასტილიაში მიცქერდა შენი ძმა. (თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева Дон Жуан 7 И разжигая во встречном взоре Печаль и блуд, Проходишь городом — зверски-черен, Небесно-худ.
Томленьем застланы, как туманом, Глаза твои. В петлице — роза, по всем карманам — Слова любви!
Да, да. Под вой ресторанной скрипки Твой слышу — зов. Я посылаю тебе улыбку, Король воров!
И узнаю, раскрывая крылья — Тот самый взгляд, Каким глядел на меня в Кастилье — Твой старший брат.
ესეც მეშვიდე. რაც ვერ ვიპოვე, ახლიდან გავაკეთე. კომპთან რომ მოვხვდები და ლიმიტიც გამიშვებს, მთელ ციკლს ერთად დავდებ
მარინა ცვეტაევა დონ ჟუანი -7
და შემხვედრ მზერაში ნაღველმა შეცურა, ვნებაა ამტყდარი, ქალაქში ჩაივლი - შავტუხა - მხეცურად, ციურად - გამხდარი.
ტანჯვით დანისლულულან, გადაღლა ეტყობათ, გამხელენ თვალები. ღილკილოს - ვარდია. ჯიბეებს - სიტყვები - სავსე ტრფიალებით.
ჰო , ჰო , რესტორანში უკრავს ვიოლინო, შენს ხმას უბრუნდება. მე მინდა, ღიმილი ჩემი მოგაწვდინო, ხელმწიფევ ქურდების!
და ვიცნობ ამ მზერას, რაღაც დამემართა და ფრთები შემენძრა - იგივე მზერაა, ვით კასტილიაში მიცქერდა შენი ძმა. (თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева Дон Жуан 7 И разжигая во встречном взоре Печаль и блуд, Проходишь городом — зверски-черен, Небесно-худ.
Томленьем застланы, как туманом, Глаза твои. В петлице — роза, по всем карманам — Слова любви!
Да, да. Под вой ресторанной скрипки Твой слышу — зов. Я посылаю тебе улыбку, Король воров!
И узнаю, раскрывая крылья — Тот самый взгляд, Каким глядел на меня в Кастилье — Твой старший брат.
7. მარინა ცვეტაევა დონ ჟუანი
4. ზუსტად - შუაღამე. მთვარე - შევარდენი. - რას მომჩერებიხარ? - უბრალოდ, გიცქერი. - მოგწონვარ? - სულ არა, - მიცანი? - გითხრა რა! - მე ვარ დონ ჟუანი. - მე კიდევ - კარმენი. 1917 (თარგმანი ნინო დარბაისელისა)
მშვენიერი , შესაშური, უნაკლო და ლამაზი თარგმანი! ძალიან მომეწონა.
მარინა ცვეტაევა დონ ჟუანი

6. მარინა ცვეტაევა დონ ჟუანი 6 და ცურავს ატლასის ქამარი მის ფეხთან - სამოთხის გველი! მე კი მაგონებენ - კმარაო, სიმშვიდე მიწისქვეშ გელის.
მე - ვხედავ ყოფაგატარებულ ჩემს პროფილს, თეთრია ფარჩა. სადღაც - გიტარა - გიტარები - შავპლაშა ბიჭები დარჩა.
და ვიღაც, ნიღბით დანაფარი: ხომ მიცნობ? - არ ვიცი! - მიცან! და ცურავს ატლასის ქამარი მოედნად - სამოთხის მიწა! 1917 (თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева Дон Жуан 6 И падает шелковый пояс К ногам его — райской змеей… А мне говорят — успокоюсь Когда-нибудь, там, под землей. Я вижу надменный и старый Свой профиль на белой парче. А где-то — гитаны — гитары — И юноши в черном плаще. И кто-то, под маскою кроясь: — Узнайте! — Не знаю. — Узнай! — И падает шелковый пояс На площади — круглой, как рай. მარინა ცვეტაევა დონ ჟუანი 6 და ცურავს ატლასის ქამარი მის ფეხთან - სამოთხის გველი! მე კი მაგონებენ - კმარაო, სიმშვიდე მიწისქვეშ გელის.
მე - ვხედავ ყოფაგატარებულ ჩემს პროფილს, თეთრია ფარჩა. სადღაც - გიტარა - გიტარები - შავპლაშა ბიჭები დარჩა.
და ვიღაც, ნიღბით დანაფარი: ხომ მიცნობ? - არ ვიცი! - მიცან! და ცურავს ატლასის ქამარი მოედნად - სამოთხის მიწა! 1917 (თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева Дон Жуан 6 И падает шелковый пояс К ногам его — райской змеей… А мне говорят — успокоюсь Когда-нибудь, там, под землей. Я вижу надменный и старый Свой профиль на белой парче. А где-то — гитаны — гитары — И юноши в черном плаще. И кто-то, под маскою кроясь: — Узнайте! — Не знаю. — Узнай! — И падает шелковый пояс На площади — круглой, как рай.
5. აი, კიდევ
მარინა ცვეტაევა
დონ ჟუანი
6 და დონ ჟუანს ჰქონდა თურმე რაპირა და ჰყოლია თანაც დონა ანა, სულ ესაა, რაც გადმომცეს მე ზღაპრად. ლამაზი და ცოდო დონ ჟუანი!
თუმც დღით შინ ვარ, ვით ჭკვიანი იგი, შუაღამით გზაზე გავიარე, ვიღაც მდევდა მე ფეხდაფეხ მდუმარე, სახელების ჩამოთვალა რიგი.
ნისლში თეთრად ელავდა კვერთხი იმისთანა… არ ჰყოლია დონ ჟუანს თურმე დონა ანა!
1917
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева - Дон-Жуан…
И была у Дон-Жуана шпага, И была у Дон-Жуана Донна Анна, Вот и всё, что люди мне сказали О прекрасном, о несчастном Дон-Жуане.
Но сегодня я была умна: Ровно в полночь вышла на дорогу. Кто-то шёл со мною в ногу Называя имена.
И белел в тумане посох странный… -Не было у Дон-Жуана Донны Анны!
აი, კიდევ

4. მუხა საყვარელო, ,, დონ ჟუანის” ნაწილებს ვეძებ, გაბნეული მაქვს, ზოგი რამდენჯერმე ნათარგმნი და ეს ვიპოვე. ნახე, რა ცქნაფულობაა!
მარინა ცვეტაევა დონ ჟუანი 4. ზუსტად - შუაღამე. მთვარე - შევარდენი. - რას მომჩერებიხარ? - უბრალოდ, გიცქერი. - მოგწონვარ? - სულ არა, - მიცანი? - გითხრა რა! - მე ვარ დონ ჟუანი. - მე კიდევ - კარმენი. 1917 (თარგმანი ნინო დარბაისელისა)
4 Ровно — полночь. Луна — как ястреб. — Что — глядишь? — Так — гляжу! — Нравлюсь? — Нет. — Узнаёшь? — Быть может. — Дон-Жуан я. — А я — Кармен.
მუხა საყვარელო, ,, დონ ჟუანის” ნაწილებს ვეძებ, გაბნეული მაქვს, ზოგი რამდენჯერმე ნათარგმნი და ეს ვიპოვე. ნახე, რა ცქნაფულობაა!
მარინა ცვეტაევა დონ ჟუანი 4. ზუსტად - შუაღამე. მთვარე - შევარდენი. - რას მომჩერებიხარ? - უბრალოდ, გიცქერი. - მოგწონვარ? - სულ არა, - მიცანი? - გითხრა რა! - მე ვარ დონ ჟუანი. - მე კიდევ - კარმენი. 1917 (თარგმანი ნინო დარბაისელისა)
4 Ровно — полночь. Луна — как ястреб. — Что — глядишь? — Так — гляжу! — Нравлюсь? — Нет. — Узнаёшь? — Быть может. — Дон-Жуан я. — А я — Кармен.
3. აი, მუხა საყვარელო, ესაა ისეთი ვერსია, როგორიც მირჩიე. სულ ცოტათი სიზუსტეზე ვთქვი უარი
მარინა ცვეტაევა დონ ჟუანი 1
ყინავს დილით. ბაძავს არყიანიც ტაძარს. მეექვსესთან გელი მოდი, დონ ჟუანო!
მაგრამ გეფიცებით საქმროს და თავს, ალაგს ჩემსას - არსად არ აქვს კუთხე საკოცნაო.
არ გვაქვს შადრევნები, გაიყინა ჭები, ღვთისმშობელი ჩვენი - არის მკაცრთვალება.
და რომ არ უსმინონ ფუჭ აზრს ლამაზებმა, რა ეჟვანის შებმა! არისხებენ ზარებს.
ასეც ვიცხოვრებდი, მაგრამ შიში - ამრევს სიბერისა და თქვენც გაეცალეთ არეს!
აჰ, ძნელია გიცნონ დათვის ქურქიანი, ტუჩები რომ არა, ჩემო დონ ჟუანო! 1917 (თარგმანი ნინო დარბაისელისა აი, მუხა საყვარელო, ესაა ისეთი ვერსია, როგორიც მირჩიე. სულ ცოტათი სიზუსტეზე ვთქვი უარი
მარინა ცვეტაევა დონ ჟუანი 1
ყინავს დილით. ბაძავს არყიანიც ტაძარს. მეექვსესთან გელი მოდი, დონ ჟუანო!
მაგრამ გეფიცებით საქმროს და თავს, ალაგს ჩემსას - არსად არ აქვს კუთხე საკოცნაო.
არ გვაქვს შადრევნები, გაიყინა ჭები, ღვთისმშობელი ჩვენი - არის მკაცრთვალება.
და რომ არ უსმინონ ფუჭ აზრს ლამაზებმა, რა ეჟვანის შებმა! არისხებენ ზარებს.
ასეც ვიცხოვრებდი, მაგრამ შიში - ამრევს სიბერისა და თქვენც გაეცალეთ არეს!
აჰ, ძნელია გიცნონ დათვის ქურქიანი, ტუჩები რომ არა, ჩემო დონ ჟუანო! 1917 (თარგმანი ნინო დარბაისელისა
2. მადლობა მუხა! ახლიდან, უფრო მსუბუქად ვცდი. ამ თარგმანში საქმეს მირთულებს რამდენიმე სიტყვა, რომელთაც მოვარგე რიტმი და საზომი გამიზარდა (ღვთისმშობელი, დონ ჟუანი და აშ.) შინაარსისადმი ერთგულებას გადავყევი. საინტერესო იქნებოდა, სხვა მთარგმნელები როგორ გაართმევდნენ თავს ამ სირთულეებს. ალბათ დადებენ ვერსიებს.
მადლობა მუხა! ახლიდან, უფრო მსუბუქად ვცდი. ამ თარგმანში საქმეს მირთულებს რამდენიმე სიტყვა, რომელთაც მოვარგე რიტმი და საზომი გამიზარდა (ღვთისმშობელი, დონ ჟუანი და აშ.) შინაარსისადმი ერთგულებას გადავყევი. საინტერესო იქნებოდა, სხვა მთარგმნელები როგორ გაართმევდნენ თავს ამ სირთულეებს. ალბათ დადებენ ვერსიებს.
1. თარგმანი შესანიშნავია, მაგრამ სვენებ, სვენებითი დინამიკაა, არადა მარინა ცვეტაევამ ეს ლექსი ალბათ, ერთიამოსუნთქვით თქვა. თარგმანი შესანიშნავია, მაგრამ სვენებ, სვენებითი დინამიკაა, არადა მარინა ცვეტაევამ ეს ლექსი ალბათ, ერთიამოსუნთქვით თქვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|