მარინა ცვეტაევა - მეგობარი 5. დღეს რვა საათზე...
დღეს რვა საათზე მესმა შემთხვევით ლუბიანკაზე რაღაც ძახილი, ვით ტყვია, ზვავი, ისეთ ფეთებით მიქრიალებდა გვერდით მარხილი.
მიწყდა სიცილი, ჩქამი სიანცის, მზერა მივაპყრე გადანაღალი, წითურთმიანი იჯდა დიაცი, გვერდს უმშვენებდა ვიღაც მაღალი.
მხიარულობდით სხვასთან გნიასით, თოვლში გზას ციგით გაიკვალავდით, ბევრად სანდომი ჩანდა, ძვირფასი, ვიდრე ვიყავი თქვენთვის მანამდის.
„არ შემიძლია მეტი, ვიხრჩობი!“- წამოიძახეთ უცებ ხმაურით და მზრუნველობით, მკერდზე მიყრდნობილს გადააფარეთ ბეწვის სათბური!
სამყარო ლაღობს, მწუხრი თამამობს, მუფთიდან გროვა ჩანს საჩუქრების... მისრიალებდით ბუქში, საამო თვალჩაშტერებით, მიკრულ ქურქებით.
გული ამბოხდა თქვენი მიზეზით, აქათქათებდა არეს ნაბარდნი, კვალდაკვალ ალბათ ორ წამს გიმზერდით, გადამისერეთ მკერდი ჯავარდნით.
ვვარცხნიდი ქურქის გრძელ ბეწვს უბრაზოდ, სიცილის ექო მგვემდა საზარლად, ო, დედოფალო თოვლის, უაზრო თქვენი პატარა კაი დამზრალა.
7 აპრილი, ხარება, 2025 წ.
Oh, je n'en puis plus, j'étouffe! - მეტი აღარ შემიძლია, ვიხრჩობი! (ფრ.)
კაი - ჰანს ქრისტიან ანდერსენის „თოვლის დედოფლის“ მთავარი პერსონაჟი
Марина Цветаева - Подруга. 5. Сегодня, часу в восьмом...
Сегодня, часу в восьмом, Стремглав по Большой Лубянке, Как пуля, как снежный ком, Куда-то промчались санки.
Уже прозвеневший смех… Я так и застыла взглядом: Волос рыжеватый мех, И кто-то высокий — рядом!
Вы были уже с другой, С ней путь открывали санный, С желанной и дорогой, — Сильнее, чем я — желанной.
— Oh, je n'en puis plus, j'étouffe!1 — Вы крикнули во весь голос, Размашисто запахнув На ней меховую полость.
Мир — весел и вечер лих! Из муфты летят покупки… Так мчались Вы в снежный вихрь, Взор к взору и шубка к шубке.
И был жесточайший бунт, И снег осыпался бело. Я около двух секунд — Не более — вслед глядела.
И гладила длинный ворс На шубке своей — без гнева. Ваш маленький Кай замёрз, О, Снежная Королева. ____ 1. О, я больше не могу, я задыхаюсь! (фр.)
October 26, 1914
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი თარგმანი. კარგი თარგმანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|