ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2025


*** (მორჩა მეგობარო, მორჩა)

მორჩა მეგობარო, მორჩა,
ჩემზე აღარ უნდა ღელავდე,
წლებმა გაიარეს ნორჩმა
თუმცა სადარდო მაქვს ყელამდე,
ვფიქრობ, ასაკია ამის
და თავს რაღაცგვარად ვიმშვიდებ,
ვფხიზლობ, არ ვუჯერებ ღამეს
ბნელშიც ცას დავეძებ მეშვიდეს.
ჩვენი ტვირთი გვაქცევს კაცად
ლაღ და გულმოცინარ ბიჭისგან -
ტანზე მოგვეხვევა მკაცრად,
თუმც ვერ მოგვაბრუნებს შიშისკენ,
რადგან ერთმანეთთან ვდგავართ,
რადგან სამყარო გვაქვს სარჩენი.
წლები უსათუოდ გავა
და ჩვენც უსათუოდ დავრჩებით..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები