წიგნებით დანთებული ცეცხლი სხვანაირად ათბობს ხელისგულებს, დაშლილი მოტოციკლეტებისგან კი ყორნებისთვის ყველაზე საზარელი საფრთხობელები იწყობა. ყველაზე მაღალი ხეები საფლავებზე ამოდის, ზედ მკვდრების ჩონჩხებ გავლით და ყველაზე ლამაზი მაშინ არის მთვარე, როცა ჩვენთან ძალიან ახლოსაა, იმდენად, რომ გულზე ხინჯად წაკგრავს კითხვა - ხომ არ შემოგვეხეთქება?! ყველაზე მეტად მაშინ გენატრება დედა, როცა სასაიანების იმპერიაში ნინძასავით მშვილდოსანი ყელში მოგარტყამს ისარს - ყელში კიდე იმიტომ, რომ ცოტა ხანი კიდე იცოცხლო დედის მოსანატრებლად. ეს ბალახი მწვანე ყოფილა, ეს ცა ისეთი ცისფერი, რომ ვერცერთი საღებავით გადმოიტან ცარიელ ფურცელზე; ეს მზე ძალიან თეთრია შუა დღეს და ძალიან წითელი საღამოს - როცა გილიოტინაზე გიკრავენ თავს - მერე ყველაფრის სუნი გცემს: კედლებსაც კი თავისი სუნი აქვთ. ათი თითი მქონია - ამაზე არასდროს მიფიქრია. აქვს სახელი სამყაროთა შორის ყველაზე მაგარ მზარეულს - უკანასკნელი ლუკმა