 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: იუმორისტული 13 მაისი, 2025 |
ნინო დარბაისელი ოჯახური სატრფიალო
- გოგო იზო, გოგო იზო, გინდა ისევ მეკაპრიზო? “თავი მტკივა, მტკივა წელი”- გისმინე და გაგიძელი, დღემდე გიძლებ, შე აზიზო!
- ტრისტო, ტრისტო, აფერისტო, მე მეგონე მართლა გმირი, გამოდექი რა თახსირი, ნაღდი სირი! შემეშალა, რომ შეგასვი “სიყვარულის ელექსირი”. თან რა კაცი მთხოულობდა, მიწუნებდა რამით არ კი! ოქრო ჰქონდა - მთელი მთები, განა ცალი ანდა პარკი, ყველას ედო მისი ხარკი, კაცი იყო - ნაღდი შარკი ბიძაშენი, მეფე მარკი.
- გოგო იზო, გოგო იზო, გინდა, თავზე დამადღლიზო, რაც რაინდმა მოგიტანე? ჩემზე სხვებს რად ეტატანე? რაღაც, გაინამეტანე! სხვასთანაც ხომ მოგატანე?!
- კარგი, გეყოს ეგ ამბები, სისულელეს ნუღარ ჰყვები, ვის ადარდებს ჩვენ ორს შორის რა იყო და რა იქნება, არ გახარებს სიბერეში ჩემი ფხანის ხომ გაქვს ნება? ჯოხით მომწვდი, ცოტა მაღლა! მაგ წერტილში მეფხანება.
აი, ბოლო სიყვარულის, თუ სიკვდილი აგცილდება, სიბერეში - აგცივდება, რა სჯობია, თავდადება, თუ საფლავში კენტად დება? ასე არის, ასე ხდება, სიყვარული თუ გეწვია, არ ეგების გადადება. მოკვდავია - სიყვარული, რჩება, თუკი ამბავდება, შეიჩვევ და ყოველ ჯერზე ხელში ბარტყად ჩაგაკვდება, არ მოუწევს დაბუდება… რა ძნელია სიყვარულის გაზრდა, როცა გებედება! რა მოელის შეყვარებულს, ჭაღარად რომ დაბერდება?!
ცრემლი იყოს - ამოშრება, მთაც რომ იყოს, დაბარდება, მაინც, ყველას გადასწონის სიყვარულის დაბადება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა მანანა, მუხა! კოლორადოში, მთებში ვმოგზაურობთ და სიმსუბუქეების წერით ვერთობი, როცა კავშირია. რასაკვირველია იცანით, ეს პაროდიაა ვაგნერის ოპერაზე ,, ტრისტანი და იზოლდა”. საუკუნეთა მანძილზე ამ ეპოსის ბევრი ზეპირსიტყვიერი თუ მოგვიანებით - ლიტერატურული ვერსია არსებობს. მე - ვაგნერისეულს გავყევი. ( ,, სიყვარულის ელექსირი” ). ხომ ცნობილია, რომ საკუთარი მუსიკალური დრამებისათვის, როგორც თავად უწოდებდა, ტექსტებს თავადვე წერდა. მადლობა მანანა, მუხა! კოლორადოში, მთებში ვმოგზაურობთ და სიმსუბუქეების წერით ვერთობი, როცა კავშირია. რასაკვირველია იცანით, ეს პაროდიაა ვაგნერის ოპერაზე ,, ტრისტანი და იზოლდა”. საუკუნეთა მანძილზე ამ ეპოსის ბევრი ზეპირსიტყვიერი თუ მოგვიანებით - ლიტერატურული ვერსია არსებობს. მე - ვაგნერისეულს გავყევი. ( ,, სიყვარულის ელექსირი” ). ხომ ცნობილია, რომ საკუთარი მუსიკალური დრამებისათვის, როგორც თავად უწოდებდა, ტექსტებს თავადვე წერდა.
2. ძალიანი მომწონს ოჯახური სიყვარულები. ძალიანი მომწონს ოჯახური სიყვარულები.
1. ნეტავი მას, სიყვარული ვის ბოლომდე თან გაჰყვება. ნეტავი მას, სიყვარული ვის ბოლომდე თან გაჰყვება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|