ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
15 მაისი, 2025


John Keats - Sonnet. Written Upon The Top Of Ben Nevis

ჯონ კიტსი - ბენ-ნევისის მწვერვალზე დაწერილი სონეტი

ჭკუის სასწავლი გაკვეთილი წარმოთქვი ზათქით,
ნევისის თავზე, მუზავ, სადაც ბურუსში ვიცდი, 
დავყურებ უფსკრულს, ქვევით არ ჩანს არმურში შთანთქმით
ფსკერი, რომელზეც ამ ყურუმში იმდენი ვიცი, 

კაცობრიობამ ჯოჯოხეთზე ვით იცის. მზერას
მივაპყრობ ცარგვალს, მოცულია ბურუსით ისიც,
ზეცაზეც მსგავსად ცოტა უწყის კაცთ მოდგმამ მჯერა.
დავხედავ მიწას, დაფარულა სრულიად ნისლით,

ბუნდოვანია თვითშეცნობის გონების უჯრაც.
ფეხქვეშ კლდოვანი ქვებია და ჩემს თავზე, ალბათ,
იმდენი ვიცი, ვით მის თავზე - უვიცმა ჯუჯამ,
მივყვები ბილიკს, ჩავისუნთქავ მთის ჰაერს ხარბად,

ნისლი და კლდეა ყველგან, განა მხოლოდ აქ - მაღლით,
არამედ, ქვეყნად საფიქრეთის და გონის ძალის.

15 მაისი, 2025 წ.

ბენ-ნევისი - კუნძულ დიდი ბრიტანეთის უმაღლესი მწვერვალი გრამპიანის მთების დასავლეთ ნაწილში. მდებარეობს შოტლანდიაში. სიმაღლე 1344 მ.


John Keats - Sonnet. Written Upon The Top Of Ben Nevis

Read me a lesson, Muse, and speak it loud
Upon the top of Nevis, blind in mist!
I look into the chasms, and a shroud
Vaporous doth hide them; just so much I wist

Mankind do know of Hell. I look o'erhead,
And there is sullen mist; — even so much
Mankind can tell of Heaven. Mist is spread
Before the earth, beneath me — even such,

Even so vague is man's sight of himself.
Here are the craggy stones beneath my feet —
Thus much I know, that, a poor witless elf,
I tread on them, — that all my eye doth meet

Is mist and crag, not only on this height,
But in the world of thought and mental might.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები