(ვაჩერებ, უმოძრაოს ვხდი. კაპიტალისტურ ქვეყნებში ინფლაციას და უმუშევრობას ერთად ეწოდება სტაგნაცია. მედიცინაში ვენური, ანუ უკან მობრუნებული სისხლის შეგუბება.)
სტაგნაცია
უკვე ბრუნდები სახლში, სადაც შენი მაგიდა და შენი კატა ერთად გიცდიან. დაპირებები… ნაბიჯის გარდა, რისი გადადგმაღა შეგიძლია და ეს ნაბიჯიც უხერხულია, როცა ტროტუარს გიკეტავს მშენებლობა. ფიქრი. სიყალბე რომ აღარ დაიჯერო, ვინღა დაიჯერებს შენ დაუჯერებლობას. და ანაბელივით მორჩიLee მიაბიჯებ, ეს ფიქრში, ისე კი დგახარ და შეშა ხდები, და გწვავს ეს სირცხვილი და შიმშილი, სიღარიბე, შენობა, რომელშიც ვერასდროს შესახლდები. და ავლებ წითელ ხაზს და მასთან პარალელებს, თმენა კი ამდენის აღარ შეგიძლია, შენ დავალებული ხარ, ვალები გავალებენ უფრო გამბედავი გადარჩენისთვისაც. გზად ბანკომატების უაზრო აკაპელა კარგავს მელოდიას ცარიელ ფილიალში და ისტორიკოსის გამოსახულება სამად იკეცება, როგორც ტრელიაჟი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა თქვენ მადლობა თქვენ
2. სტაგნაცია, საინტერესო რამ ყოფილა მადლობა ინფორმაციისთვის. სტაგნაცია, საინტერესო რამ ყოფილა მადლობა ინფორმაციისთვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|