მზემ ღიმილით გადიარა ალისფერი ქალაქი, ვერავინ ვერ შემიყვარა ვერავისთან დავლაგდი.
ვეღარც მხრებზე მოვიკიდე ჯვარი, ვსდევდი წადილებს, ვიდრე წყარო ილიკლიკებს ვიდრე გაიაპრილებს,
მოაქვს ღამეს ფეხაკრეფით ,,ურთის" ,,ბლანტი" ნისლები, სასმელს ისევ ვეტანები ისევ ვერ შევიცვლები ..
თმებშიც თეთრად შემპარვია გულსნადები ძმარღვინო, მიპოვია ნეტარება მაგრამ არა სალხინო...
სადღაც მთებში ცხრა მთასა და ცხრა ცის მიღმა გელოდე, ბოთლიანი მაწანწალა -ჭიქად დავილეოდე ..
დავშრებოდე როგორც წყარო, ნაკადული ხმატკბილა, მეტი აღარ გამაწამო ვერ ვგრძნობ, ვერ ვწერ, არ მტკივა ..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. თმებშიც თეთრად შემპარვია გულსნადები ძმარღვინო, მიპოვია ნეტარება მაგრამ არა სალხინო...
მაგარია ❤️ თმებშიც თეთრად შემპარვია გულსნადები ძმარღვინო, მიპოვია ნეტარება მაგრამ არა სალხინო...
მაგარია ❤️
1. მაღლა მთვარე ანათებს, დაბლა წყარო ლიკლიკებს
სასმელს ისევ ვეტანები ისევ ვერ შევიცვლები ..
მთვრალი კაცი, კაი კაცი. მაღლა მთვარე ანათებს, დაბლა წყარო ლიკლიკებს
სასმელს ისევ ვეტანები ისევ ვერ შევიცვლები ..
მთვრალი კაცი, კაი კაცი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|