ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
18 მაისი, 2025


John Keats - On visiting the tomb of Burns

ჯონ კიტსი - ბერნსის აკლდამის მონახულებისას

ქალაქი, მისი სასაფლაო, მზე ჩამავალი,
ღრუბლები, ხენი, მრგვალი მთები, ცარგვალი მაღლა,
თუმც ლამაზია, მაგრამ ცივი, უცხო - მრავალი
წლის წინ ნანახი სიზმარივით, რომ ვხედავ ახლად.

ზამთრის ცხელებას გამოსტაცა ზაფხული მკრთალი,
ერთი საათით სანათებლად ბუნების ძალამ,
თბილ საფირონით არ ციმციმებს ვარსკვლავთა ნათლი:
ცივია მათი სილამაზე; ტკივილი მძალავს.

ვის აქვს გონება, მინოსივით განცხრეს უვნები,
მკვდრულ ელფერისგან თავისუფალ ნაღდი მშვენებით,
ავადმყოფური წარმოსახვა, კვეხნა საწბილო

სრულად დათრგუნოს? ბერნსო, მთელი ჩემი შეგნებით
ხოტბა შემისხავს შენთვის ხშირად, დიდო აჩრდილო,
სახე დამალე, შენს მამულთან ვცოდავ უნებლივ!

18 მაისი, 2025 წ.

რობერტ ბერნსი - უდიდესი შოტლანდიელი პოეტი, მწარედ განიცდიდა მისი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვას.


John Keats - On visiting the tomb of Burns

The town, the churchyard, and the setting sun,
The clouds, the trees, the rounded hills all seem,
Though beautiful, cold- strange- as in a dream
I dreamed long ago, now new begun.

The short-liv'd, paly summer is but won
From winter's ague for one hour's gleam;
Through sapphire warm their stars do never beam:
All is cold Beauty; pain is never done.

For who has mind to relish, Minos-wise,
The real of Beauty, free from that dead hue
Sickly imagination and sick pride

Cast wan upon it? Burns! with honour due
I oft have honour'd thee. Great shadow, hide
Thy face; I sin against thy native skies.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები