ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2025


ლაფშა და კინტაური

მე ბაღნარი ედემის ცამდე ამიწევია,
სამყაროში ხილული მხოლოდ ერთი ყოფილა,
უღელი და ჭაპანი ბევრი გამიეწვია,
ვერ ვარ ხალხში რჩეული,ბევრი არ მყავს ძმობილად,
უხეში და ამალით შერისხული მთებია,
სადაც ასე ვიყავი დრომ მაწამა მაისად,
იქ მთებშიც კი ავაზაკს და იუდას ყვებიან,
არა დამრჩა მე ფიქრი სადმე თუა ხალისად,
ერთი გზანი გავლიე და შიშივით მეახლენ,
უძღებია გული და ასე იყოს წითელი,
მიდი სახის ნაფეხურს უსიტყვობა შეახე,
ავსებული სასმისად,დრო,ზეცა და გიდელი,
შიში არის აგვისტო,არაფრისთვის ღელავდნენ?
ანდა ასე მაისად თუ გაიხსნა იარა,
ვიტყვი კიდევ დავიცდი თუ მოაღწევ ჩემამდე,
იღბლიანი სიტყვების დარჩენილი იარა,
სამას ხუთი დღე დარჩა,სამას ხუთი წამია,
და შიშივით ერთგული დრომ მიმუხთლა პირნათლად,
ვინც არ იბრძვის იცოდე უბრძოლველი გვამია,
სანთელი კი ენთო და ისიც მაშინ ბზინავდა,
როცა ეკალ ბარდებში გახლართული იესო
იგიც მაშინ აწამეს ყველას როცა აწყობდა?
მე სილაში ვთამაშობ ის კი დაარბიესო,
თურმე ღმერთი ყოფილა მაშინ სიტყვა - გართობად,
ახლა ამბავს გიყვები რაკი სული დავლიე,
რახან არაგვს ეს სიტყვა ნაპირადვე ეყოფა,
მე მწამს ხევის ნისლების სული როცა არიე,
იესოს ის ეკალი ჯვარად ქონდა,გეყოფა,
ამბავი და სიშლეგე,ამბავი და მზაობა,
ასე ალბათ სექტემბრის სუსხიანი ამინდი,
ეს იყო და აქ მორჩა ჩემი სანახაობა?
შვილი ჰყავდა მელექსე,გამოვიდა რაინდი,
შიში გულის პირია და სილაღე აკვანთა,
დაირწევა ისევე არ მოშლიან იცოდე,
ასე იყო ამბავი ნათხრობელი მზაკვართა,
სანთელი კი იწვოდა ამით იწვის იცოდე,
სიჩუმე და სალხინო ახლა ამბის სხვაობა,
ახლა ალბათ ლახვარი გულის პირის სხივია,
ასე ნათქვამს ეწადა ბედის ავი რაობა,
მუნ სინათლის სალეწი თვალნი გადამივლია,
სხივს მოსტაცეს მსაჯული ახლა იცი მსახურად,
გამოცდილი მსახური ერთაოზის უბიდან,
შუქმა დიდი საყდარი წვიმას გადაახურა,
სისხლი მიმდის გულში და აღარ მოდის შუბიდან.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს