დღეს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს მასონთა ლოჟებისა თუ სხვა საიდუმლო ორგანიზაციათა მიმართ. ერთმანეთშია არეული მითი და სინამდვილე. სახეზეა ორი უკიდურესობა: ერთნი ყველა პოლიტიკურ პროცესსა თუ მოვლენაში მასონთა როლს ხედავენ, მეორენი კი უარყოფენ მათ არსებობას, ირონიით არიან გამსჭვალულნი, ხოლო ყველას, ვინც ამ თემით დაინტერესდება, დასავლური ცივილიზაციისა და კულტურის მოწინააღმდეგედ აღიქვამენ. სანამ საერთო პოლიტიკურ პროცესებში ფარულ ორგანიზაციათა როლსა და ადგილზე ვისაუბრებდეთ, /ამ როლის გაზრდილი მნიშვნელობა, როგორც მასონობის მკვლევარნი მიიჩნევენ, ჩემი აზრით, აშკარად გადაჭარბებულია/ ინტერესს მოკლებული არ იქნება დასაწყისში მასონების წარმოშობის ისტორიასაც შევეხოთ. არსებობს მრავალი ლეგენდა მასონური ლოჟების შესახებ. როგორც ცნობილი მკვლევარი ბ.ბაშილოვი მიიჩნევს, მასონობის ისტორია ლეგენდური საბურველით იმიტომ შემოსეს, რომ თავიდანვე გასაიდუმლოებულიყო მათი წარმომავლობა. არსებობს ვერსია, რომ მასონობის წარმოშობა მოდის ჯერ კიდევ სოლომონ მეფის დროიდან, როცა მან იერუსალიმის ტაძრის აგება არქიტექტორ ჰარამს დაავალა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც იმ დროის ბრძენი ხუროთმოძღვარი. მან მუშები პირობითად სამ ჯგუფად დაჰყო. შემოიღო საიდუმლო ნიშნები და სიტყვები, რათა ფარულ წევრებს ერთმანეთი ეცნოთ. ამ დროიდან დგინდება მასონი ძმების განსაკუთრებული სიმბოლური ენა და ხარისხი. მასონების კურთხევის /ხელდასხმის/ სისტემა შედგება სამი ხარისხისაგან: მოწაფე, ქარგალი, ოსტატი. სხვა ლეგენდური ვერსიით მასონობის დამკვიდრება ეგვიპტელი, ინდოელი, ქალდეველი სწავლულებისა და ქურუმების მოღვაწეობას უკავშირდება. ისინი მათ მიერ დადგენილი ზნეობრივი პრინციპებით ზრდიდნენ საგულდაგულოდ შერჩეულ თავიანთ მიმდევრებს. ხოლო მესამე ვერსიით, ტამპლიერთა (მეტაძრეთა) ორდენიდან იღებს მასონობა სათავეს, რომელიც შემდეგ ერესში გადავიდა. პაპმა კლიმენტი V_მ ეს ორდენი სატანიზმისათვის ამხილა, ხოლო საფრანგეთის მეფე ფილიპე IV–ს ბრძანებით დაარბიეს. რის შემდეგ მათ უკვე იატაკქვეშეთში ფარულად გააგრძელეს საქმიანობა. მიჩნეულია რომ მასონობის იდეოლოგიური საფუძველი არის იუდაისტური რელიგია. მდიდარმა იუდეველმა რაბინებმა რომლებიც ხალხის რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები იყვნენ ჩამოაყალიბეს კასტა რომელსაც_”სიონელ ბრძენთა” სახელი ეწოდათ. სიონისტები თავს იუდაიზმის “მესიანურ” ელიტად თვლიდნენ. მასონი – ფრანგულ და ინგლისურ ენაზე ნიშნავს „ქვის მთლელს“. ქვა ადამიანის სიმბოლოა. მასონობის სიმბოლოა ჩაქუჩი, რომელიც სიმბოლურად ნიშნავს ძალაუფლებას ქვაზე, რადგან ქვა ადამიანის სიბოლოა. ე.ი. – ძალაუფლება ადამიანებზე – ანუ „გამოთალო“ ადამიანი ისე, რომ მისცე შენთვის სასურველი აზროვნება. მასონობის სიმბოლოებია აგრეთვე: ფარგალი, გონიო, სახაზავი, შვეული. მასონებმა კაბალიდან ისესხეს გადაბრუნებული წითელი სამკუთხედი, რომელიც ამავე დროს ეშმაკის სიმბოლოცაა. ხუთქიმიანი ვარსკვლავი კი არის ქრისტეს ჯვარის ძლევისა და დამხობის მასონური სიმბოლო. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მასონთა ლოჟის წარმომადგენელმა და წითელი არმიის ფუძემდებელმა ლევ ტროცკიმ ბოლშევიკური მოძრაობის ძირითად სიმბოლოდ სწორედ ხუთქიმიანი ვარსკვლავი შემოიღო. ამჟამად არსებულ მასონურ ლოჟებს შორის „თავისუფალი კალატოზები“ ერთ-ერთი უძველესია. ისინი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან. ღმერთს „სამყაროს ხუროთმოძღვარს“ უწოდებენ. ეგვიპტურ „მკვდართა წიგნში“ კი ამ ღმერთს გროსმაისტერი ჰქვია. „თავისუფალ კალატოზთათვის“ სულიერი ცოდნა სიმბოლიკაზეა დამყარებული, როგორიცაა მასონური ხელის ჩამორთმევა, საიდუმლო სიმბოლური ენა, პირამიდა, პენტაგრამა, რიცხვების 3,7,13,33 გამოყენება გერბებში, ემბლემებში, თანამედროვე საფირმო დაწესებულებებში. „თავისუფალი კალატოზების“ საფლავის ქვების წარწერებზე გამოსახულია ქალა და გადაჯვარედინებული ძვლები. ტრადიციის სათავე 1127 წლიდან რაინდ-ტამპლიერების წრისაგან მომდინარეობს. XIV საუკუნეში ჩაისახა „გველის ძმობის“ ორდენი, რომელსაც ლათინური სახელწოდების მიხედვით „ილუმინატები“ ეწოდებათ. ილუმინატე ლათინური სიტყვაა და განათლებას, ცოდნას, გაგებას ნიშნავს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მათ ჰქონდათ ფარული ცოდნა იმისა, თუ როგორ შესძლებოდნენ ძალაუფლება მოეპოვებინათ ადამიანებზე. ილუმინატების ერთ–ერთი განშტოება არის როზენკრეიცერების ორდენი, რომელიც შემდგომ „წმ იოანეს ორდენის“ სახელწოდებით ჩამოყალიბდა. ეს ორდენი ალბერტ მაკის „მასონობის ენციკლოპედიაში“ – განმარტებულია როგორც „თავისუფალ კალატოზთა“ საიდუმლო მისიის ორგანიზაცია. 1917 წლის 24 ივნისს ლონდონში შედგა ოთხი მსხვილი ლოჟის შეხვედრა, რომლის დროსაც შეიქმნა ინგლისური “დიადი ლოჟა”-რომელსაც “მსოფლიოს დედალოჟას” უწოდებენ. ევროპაში მოქმედებს ნახევრად გასაიდუმლოებული ორგანო სის – საერთაშორისო კავშირების საბჭო, რომელიც ხელმძღვანელობს ამერიკის მმართველ ლოჟებს. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი საიდუმლო ორგანიზაცია არის „კომიტეტი 300“. რომელსაც როკფელერის სინდიკატი მართავს. ისინიც საკუთარ თავს „ილუმინატებს” უწოდებენ. ჯონ კოულმანი წიგნში: „კონსპირატორების იერარქია“ აღწერს მათ წარმოუდგენელ ძალაუფლებას. მიიჩნევენ, რომ ილუმინატებთან და როზენკრეიცერებთან კავშირი ჰქონდა მარტინ ლუთერს, – რომლის პირადი ბეჭედი იყო ვარდი და ჯვარი. ვარდი და ჯვარი წარმოადგენს ასევე როზენკრეიცერების სიმბოლოსა და ბეჭედს. როზენკრეიცერთა ორდენი კი მიზნად ისახავდა რელიგიათა სინთეზირებას. ჯვარი ქრისტანობის სიმბოლოა. ვარდი_ისლამის. ლუთერანელებს ლუთერის სიკვდილის შემდეგ ხელმძღვანელობდა – როზენკრეიცერების უმაღლესი ხელმძღვანელი ინგლისში სერ ფრენსის ბეკონი. 1969 წელს „300-თა კომიტეტმა“ ჩამოაყალიბა ჯგუფი V – 6–სის, რომელიც სპეცმომსახურებას გადიოდა დიდი ბრიტანეთის საიდუმლო ბაზაზე. მასონობის ცნობილი მკვლევარნი საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ადასტურებენ, რომ „300თა კომიტეტის“ მიერ მოხდა „დემოკრატიული რუსეთის“ სათავეში ბორის ელცინის მოსვლა, რომელიც პრეზიდენტობის დროს დირექტივებს V – 6 –სის- დან იღებდა. ცნობილი რუსი პოლიტოლოგი გლებ პავლოვსკი წერს, რომ ელცინის კარიერის დასასრულს შემუშავებული იქნა პროექტი სახელწოდებით – „წამსვლელი ელცინი“. რომელიც 3 წელი მუშავდებოდა. ამ დროს პრეზიდენტობის ალტერნატად მოისინჯა ათობით ადამიანი, ვისაც უკეთ შეეძლო მათი დავალების შესრულება. მალტის ორდენის დიდმა კომანდორმა, ალკოჰოლიკმა ბორის ელცინმა საახალწლოდ მთვრალ რუსეთს წარუდგინა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი პიროვნების ვლადიმერ პუტინის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. XX საუკუნის 90-იან წლებში ნეოკოსმოპოლიტებმა შემოიტანეს იდეა „მსოფლიო სახელმწიფოს“ შექმნის შესახებ, რომელსაც იდეოლოგიურ საფუძვლად დაუდეს მონდიალიზმის დოქტრინა. მონდიალიზმი ფრანგული სიტყვაა და გულისხმობს „მსოფლიო სინათლეს“. მათი უპირველესი ამოცანა არის მსოფლიოს ყველა ერში წაიშალოს – ნაციონალობა, პატრიოტიზმი, ტრადიციები. მასონები თითქმის ყველა ქვეყანაში ავრცელებენ თავიანთ იდეოლოგიას. ცნობილი ჩინელი ასტროფიზიკოსი „ჩინელ სახაროვად“ წოდებული ჟან ლიჩეი – წერს: – „ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ პატრიოტიზმს, რადგან იგი უკვე საკმაოდ საშიში ძალა ხდება და ვეღარ ეტევა თანამედროვე მსოფლიოს ჩარჩოებში“. გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა პერეს დე კუელერმა ვაშინგტონში გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი გლობალური იდეით მოაზროვნე ხალხთა საზოგადოება, მათ ისე ღრმად უნდა ჰქონდეთ გამჯდარი იდეა გლობალიზაციისა, როგორც ადრე ჰქონდათ გრძნობა ნაციონალური პატრიოტიზმისა“. 1986 წელს მსოფლიოს მასონთა პატრიციუსმა ჰენრი კისინჯერმა მონდიალიზმი მიიჩნია უძლიერეს იარაღად გლობალიზაციის იდეოლოგიისა. მონდიალისტებმა – სოფისტური აზროვნებით – თავიანთი იდეოლოგიის გასამართლებლად გამოიყენეს პლატონის გამონათქვამი – „მწყემსის გარეშე ვერც ცხვრები და ვერც სხვა ცხოველები ვერ იცხოვრებენ, ასევე მონებიც ვერ იცხოვრებენ ბატონების გარეშე“. ურიცხვი სექტების შემოტევით – ფარულად და ღიად დაწყებულია მსოფლიო მასონობის შემოტევა მართლმადიდებლობაზე. მასონური სამმხრივი კომისიის მდივანმა ზბიგნევ ბჟეზინსკეიმ პირდაპირ, დაუფარავად განაცხადა, რომ "ამერიკის მთავარი მტერია მართლმადიდებლობა". 1997 წელს ილუმინატებისა და მასონური სამმხრივი კომისიის ინიციატივით ამერიკაში, ინგლისსა და არგენტინაში ჩატარდა – ოკულტისტებისა და სექტანტების კონფერენციები. მონდიალიზმის ანუ ნეოატლანტიზმის იდეის არსი არის – დასავლეთის ცივილიზაციის გამარჯვება მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციებსა და ტრადიციულ რელიგიებზე. ზბიგნევ ბჟეზინსკი ასკვნის „ამერიკას აქვს უფლება იყოს მსოფლიოს პატრონი“. მასონები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ სიმბოლურ ნიშნებს. ამისთვის ისინი იყენებენ კაბალისტიკას. კაბალის თანახმად კი ყოველ ასოს შეესაბამება გარკვეული რიცხვი. ამით ყოველი ციფრი და ასო იძენს განსაზღვრულ მნიშვნელობებს. აპოკალიფსში ნათქვამია: 666 ეცდება, რომ ყველამ მიიღოს მისი ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. ანტიქრისტეს ეს ნიშანი მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ არის აგრეთვე ფულის ძალაუფლების სიმბოლო, რომ 666 საერთო გააჩნია შტრიხულ კოდთან, ბანკებთან და კრედიტული ბარათების სისტემასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ბანკის კოდის ნომერია 666. ამერიკის, ავსტრალიისა თუ ინდოეთის – უდიდესი ბანკების საჩეკო კოდი არის 666; კაბალაში რიცხვი 6 სიმბოლიზდება, როგორც ცდუნება: გზა – სულიერებიდან მატერიამდე. ხოლო 9 როგორც სიბრძნის რიცხვი არის სიმბოლო მატერიიდან სულიერებისაკენ. საიდუმლო მასონურ ორგანიზაციათა ლობირებით შემუშავებულია პროექტი ლაზერული ტატუირებისა, მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. ეს იქნება თვალისთვის შეუმჩნეველი ლაზერული კოდი, იგივე დებიტორული ბარათი, რომლითაც უნაღდო ანგარიშსწორებით შესაძლებელი გახდება ყიდვა-გაყიდვა, იგივე კოდი ექნება პირადობის დამადასტურებელი მოწმობასაც. თქვენი ხელიდან კოდის სკანირებით მათ შეეძლებათ მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. ამგვარი ლაზერული ტატუირება უკვე შემოღებულია ამერიკის აეროპორტებში – იმ საბაბით, რომ ბიზნესმენებს სწრაფად გაუფორმონ საბუთები. შორეულ მომავლისათვის განსაზღვრულია ფართო მასებისათვის დაღდასმა მარჯვენა ხელსა და შუბლზე, ამით განხორციელდება აბსოლუტური კონტროლი ხალხზე. ამის შესახებ ჯერ კიდევ ჯორჯ ორეული მიანიშნებდა წიგნში „1984“ აპოკალიფსში – "იოანეს გამოცხადება" თავი 13. (16-18)– წერია „და იქმს იმას, რომ ყველა მცირე თუ დიდი, მდიდარი თუ ღატაკი, თავისუფალი თუ მონა, ყველა აღიბეჭდოს ნიშნით მათს მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.და ვერავინ იყიდოს ან გაყიდის რასმე, გარდა იმისა, ვისაც აქვს ნიშანი“. დიტერ რიუგჰებერგის წიგნში „საიდუმლო პოლიტიკა" (გვ 75) მოჰყავს რუზველტის გამონათქვამი: „ხილული ხელისუფლების უკან, ტახტხე ზის უხილავი ხელისუფლება, რომელიც სრულებით არ ენდობა ხალხს და არავის პასუხისმგებლობას არ იღებს თავზე“. აუცილებლობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მასონობისა და სხვა საიდუმლო ორგანიზაციათა ძირითადი იდეოლოგია არის სატანიზმი. მასონობის აღიარებული მკვლევარი ჰელზინგი მიუთითებს, რომ ილუმინატებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ „თავისუფალი კალატოზების“ უფროსთან სატანისტ სუვერენ გროსმაისტერ ალბერტ პაიკთან –რომელმაც შემდგომში ჩამოაყალიბა_”კუ კლუს კლანი”, ის როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მოიხსენიებოდა დამატებით „დიდი დრაკონის“ სახელწოდებით. კკკ–ს მმართველი ორგანო იყო „თავისუფალი კალატოზები“. თავის საქმიანობაში ის იყენებდა მალტის ჯვარს. 1867 წელს სატანისტი ალბერტ პაიკი დაუპირისპირდა ამერიკის პრეზიდენტ ენდრიუ ჯეკსონს – იმ მოტივით, რომ ის მასონობის კიბეზე მე–4 ხარისხიდან უსამართლოდ იყო დაწინაურებული 32–ე ხარისხში. 40 დღის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი იძულებული გახდა გადამდგარიყო. დღემდე ვაშინგტონში აღმართულია ალბერტ პაიკის ძეგლი. მასონობის მკვლევარნი ამტკიცებენ, რომ კარლ მარქსი იყო სატანისტი მასონი. სკოლის მერხიდან ლუთერანული სარწმუნოების მიმდევარი უნივერსიტეტში სწავლის დროს შევიდა სატანისტურ სექტაში. მიიღო მისტიკური კურთხევა და გახდა ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლი. ცნობილია მარქსის ღვთისმგმობი სატანური ლექსები. უზენაესს ასე მიმართავს: „მე მინდა შური ვიძიო მასზე, ვინც ზეგარდმო მეუფობს“. „ეს ჯოჯოხეთის ოხშივარი ეფინება გულს და ერევა გონებას, ო როგორ მავსებს, მელამუნება“. ან „წყევლას შევუთვლი, დაინგრეს, დაინგრეს, დაინგრეს! შემოვეჭდობი ხელებით, გავსრეს სამყაროს“. სატანის თაყვანისცემას ხანგრძლივი ისტორია აქვს. არსებობს სატანური ეკლესია, რომლის რიტუალია „შავი მესა“. შუაღამისას იდგმება ყავისფერი სანთლები გადაყირავებულ სასანთლეებში. უკუღმა იკითხება ლოცვანი. მამა ღმერთის, იესოსა და მარიამის სახელებიც იკითხება უკუღმა. საკურთხევლად გამოიყენება შიშველი ქალის სხეული. ჯვარცმის ხატი ან თავდაღმა იკიდება ან ფეხით ითელება. „შავი მესის“ დროს იწვება ბიბლია. ობლატს, რომელზედაც წარწერილია „სატანა“ იყენებენ მკრეხელური „ზიარებისათვის.“ მონაწილენი ფიცს დებენ, რომ კატეხიზმოს ყველა ცოდვით სცოდავენ – არ დაუშვებენ ჩაიდინონ კეთილი საქმე; განადიდებენ ეშმაკს. რიტუალს ამთავრებენ ორგიით. მარქსის თანამებრძოლი მასონთა ლოჟის წარმომადგენელი – 1-ლი ინტერნაციონალის შემქმნელი რუსი ანარქისტი მიხეილ ბაკუნინი – საჯაროდ განადიდებს ლუციფერს და წერს: „ეშმაკი არის სწორედ პირველი თავისუფალი მოაზროვნე და სამყაროს მხსნელი“.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ძალზედ საინტერესოდ არის დაწერილი, მიხარია რომ მოაზროვნე თვალხილული კაცის ნაწერს გავეცანი. სამწუხაროს ვიღაცას გაბუქებული და შავ ფერებში დაწერილი გონიათ, " დღემეხვალიე ,კაცსაო თოვლი მოადგა კარსაო" იმ ხალხს ვგულისხმობ დრეს ყურსაც არ იბერტყავენ და ხვალ რომ დანიშნავენ ძროხასავით არ მაშინ გაიღვიძებენ და უსაფრთხოების მიზეზით გაამართლებენ ყველაფერს. ძალზედ საინტერესოდ არის დაწერილი, მიხარია რომ მოაზროვნე თვალხილული კაცის ნაწერს გავეცანი. სამწუხაროს ვიღაცას გაბუქებული და შავ ფერებში დაწერილი გონიათ, " დღემეხვალიე ,კაცსაო თოვლი მოადგა კარსაო" იმ ხალხს ვგულისხმობ დრეს ყურსაც არ იბერტყავენ და ხვალ რომ დანიშნავენ ძროხასავით არ მაშინ გაიღვიძებენ და უსაფრთხოების მიზეზით გაამართლებენ ყველაფერს.
24. გავეცანი ბატონო დავით ამ მშვენიერ ნაშრომს, რომელიც დიდი ხნის წინ გამოგიქვეყნებიათ. ძალიან კარგად და დეტალურად ხსნით ყველაფერს. ძალიან ინფორმაციული და ტევადია! ბევრ ისეთ საკითხს ეხებით, რაც არა მარტო ამ თემით დაინტერესებულთათვის, არამედ, ნებისმიერი ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის ცოდნა!
გავეცანი ბატონო დავით ამ მშვენიერ ნაშრომს, რომელიც დიდი ხნის წინ გამოგიქვეყნებიათ. ძალიან კარგად და დეტალურად ხსნით ყველაფერს. ძალიან ინფორმაციული და ტევადია! ბევრ ისეთ საკითხს ეხებით, რაც არა მარტო ამ თემით დაინტერესებულთათვის, არამედ, ნებისმიერი ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის ცოდნა!
23. და კიდევ ხომ არავის აქვს დაწვრილებითი ინფორმაცია ,,იუდაისტური რელიგია''-ზე??? მათი მორალური წესები, წარმოშობა და ასე შემდეგ... და კიდევ ხომ არავის აქვს დაწვრილებითი ინფორმაცია ,,იუდაისტური რელიგია``-ზე??? მათი მორალური წესები, წარმოშობა და ასე შემდეგ...
22. სიმართლე გითხრათ ეს სიმბოლოები ვერაფერს მეუბნება... მაგალითად არწივი, სხვადასხვა სახის ვარსკვლავი და ასევე სხვადასხვა სახის გეომეტრიულ-გრაფიკული ნახაზები სხვადასხა კულტურებსა და ერებში სხვადასხვა სიმბოლური დანიშნულებისაა და ვიღაც კონკრეტულმა შარლატანმა ,,მასონმა'' თუ რა დატვირთვა მისცა ამა თუ იმ გეომეტრიულ ფიგურებს ეს უკვე მისი პირადი ფანტაზიის ნაყოფია... და ასევე ყველა სხვა სიმბოლოებიც! სიმბოლოების სტანდარტული ახსნა არ არსებობს!!! ყველა თავისებურად აღმერთებს სხვადასხვა სიმბოლოს... არ ჯობია ყველაფერს თავისი თანამედროვე სახელი დავარქვათ? რას ვაფეტიშებთ და რას ვამისტიკებთ ამ ისტორიას? მეც შემიძლია მაგალითად როგორც გავლენიანმა, წარმატებულმა და მდიდარმა ბიზნესმენნმა საწერი კალამი გავაფეტიშო, შევქმნა მისგან სხვადასხვა გრაფიკულ-გეომეტრიული სიმბოლოები, მივაბა მას რამე ისტორიული იდეოლოგია ან რელიგია, მედია საშუალებები გავუკეთო ამ ყველაფერს პროპაგანდა, მოვუწოდო ხალხს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ლეგენდაც გამოცხობილია... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე რაღაც ზებუნებრივ, მისტიკურ და/ან ჭეშმარიტ ცოდნას ვფლობ რადგან ეს ,,ლეგენდა“ მხოლოდ ჩემი, როგორც მოკვდავი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი იქნება... ეს მთელი ისტორია მაგონებს პირველყოფილ ადამიანს რომელსაც ელვა-ჭექაქუხილის ახსნა არ შეეძლოთ და ამას ზებუნებრივ ძალებს მიაწერდნენ... და კიდევ... რა გაერთიანებაც არ უბდა არსებობდეს ამ ,,მასონების'' სახით იგი თავისი მნიშვნელობით ვერ გასცილდება მაგალითად ჩვეულებრივ რაღაც კლუბს ან კიდევ რაღაც პროფესიულ გაერთიანებას... მათი გეომეტრიულ-გრაფიკული სიმბოლოები მართლა იმას არ ნიშნავს რომ რამე მისტიკურ და ზებუნებრივ ძალას ფლობენ... მიზნები კიდევ წერონ და თვითონვე იკითხონ, მასეთ ფანტასტიკურ და უტოპიურ მიზნებს მეც დავწერ და რეკლამასაც გავუკეთებ, მაგრამ მერე რა? ეს ხომ მართლა იმას არ ნიშნავს რომ მე ზებუნებრივ ძალას ვფლობ... ინფორმაციაც და სტატიებიც მასონების შესახებ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია... იმდენად რომ მოკლედ უკვე აბსურდამდე მიდის! მაგალითად რა ლოგიკური კავშირი აქვთ ერთმანეთთან ქრისტეშობამდე არსებულ ქვის მთლელებს, შუასაუკუნეების ტამპლიერებსა და თანამედროვე საერთაშორისო მასონებს? და ერთი ვერ გავიგე კიდევ: პრაქტიკაში და რეალობაში ეს მასონური გაერთიანება თავისუფალ ქვისმთლელთა პროფკავშირული გაერთიანებაა, მებრძოლ ტამპლიერ-რაინდთა რელიგიური სექტა თუ ამბიციური ეკონომიკურ-პოლიტიკური ფიგურების საერთაშორისო ბლოკი?
რა იდეურ-რელიგიური და ამავე დროს ასეთი მტკიცე კავშირი აქვთ ერთმანეთთან ქრისტეშობამდე არსებულ ებრაელ თავისუფალ ქვისმთლელ-კალატოზებს და ევროპელ ჯვაროსან რაინდებს??? (სად ებრაელი კალატოზი და სად ევროპელი ,,სამურაი“) მიპასუხებს ვინმე?
ჯერ წერენ რომ ეს ტამპლიერები ქრისტეს საიდუმლოების ერთგული დამცველები არიანო... მერე კი სატანას ეთაყვანებიანო... სად არის ლოგიკა? აქ ხომ არ ხდება მცნებების აღრევა? ვინ ვინ არის და რა იდეების მატარებელი ორგანიზაციებია? ,,მასონებს'' ეძახიან ქრისტეშობამდე არსებულ ებრაელ თავისუფალ ქვისმთლელ კალატოზებსაც, შუასაუკუნეების ევროპელ ჯვაროსან რაიდებსაც და თანამედროვე მსოფლიოს წარმატებულ და ძლიერ პოლიტიკოსებს და ეკონომისტებსაც... მოკლედ მთელი ამ მასონების ისტორიულ ჯაჭვში ლოგიკური ჯაჭვი ძალიან მოიკოჭლებს... ამ ლოგიკურ ჯაჭვს ძალიან ბევრი რგოლი აკლია... ძალიან ბევრი წყვეტილია მათ მისტიკურ ისტორიაში რაც ძალიან ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას წარმოშობს... მოკლედ აქ მოყვანილი არგუმენტები საკმაოდ უსუსურია... ევროპელ მეფეებს რა ჰქონდათ ტამპლიერების სამათხოვრო? შეეძლოთ ერთ ღამეში დაეჭირათ ეს რაინდები და თავის ქონებიანად ყურებით დაეკიდათ... წესით რაინდები ვალდებულნი იყვნენ ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის ნაალაფები, ნაყაჩაღარ-ნაძარცვი პირწმინდად მიერთმიათ მეფისთვის... მოკლედ ეს ლეგენდაა და მეტი არაფერი!
სიმართლე გითხრათ ეს სიმბოლოები ვერაფერს მეუბნება... მაგალითად არწივი, სხვადასხვა სახის ვარსკვლავი და ასევე სხვადასხვა სახის გეომეტრიულ-გრაფიკული ნახაზები სხვადასხა კულტურებსა და ერებში სხვადასხვა სიმბოლური დანიშნულებისაა და ვიღაც კონკრეტულმა შარლატანმა ,,მასონმა`` თუ რა დატვირთვა მისცა ამა თუ იმ გეომეტრიულ ფიგურებს ეს უკვე მისი პირადი ფანტაზიის ნაყოფია... და ასევე ყველა სხვა სიმბოლოებიც! სიმბოლოების სტანდარტული ახსნა არ არსებობს!!! ყველა თავისებურად აღმერთებს სხვადასხვა სიმბოლოს... არ ჯობია ყველაფერს თავისი თანამედროვე სახელი დავარქვათ? რას ვაფეტიშებთ და რას ვამისტიკებთ ამ ისტორიას? მეც შემიძლია მაგალითად როგორც გავლენიანმა, წარმატებულმა და მდიდარმა ბიზნესმენნმა საწერი კალამი გავაფეტიშო, შევქმნა მისგან სხვადასხვა გრაფიკულ-გეომეტრიული სიმბოლოები, მივაბა მას რამე ისტორიული იდეოლოგია ან რელიგია, მედია საშუალებები გავუკეთო ამ ყველაფერს პროპაგანდა, მოვუწოდო ხალხს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ლეგენდაც გამოცხობილია... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე რაღაც ზებუნებრივ, მისტიკურ და/ან ჭეშმარიტ ცოდნას ვფლობ რადგან ეს ,,ლეგენდა“ მხოლოდ ჩემი, როგორც მოკვდავი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი იქნება... ეს მთელი ისტორია მაგონებს პირველყოფილ ადამიანს რომელსაც ელვა-ჭექაქუხილის ახსნა არ შეეძლოთ და ამას ზებუნებრივ ძალებს მიაწერდნენ... და კიდევ... რა გაერთიანებაც არ უბდა არსებობდეს ამ ,,მასონების`` სახით იგი თავისი მნიშვნელობით ვერ გასცილდება მაგალითად ჩვეულებრივ რაღაც კლუბს ან კიდევ რაღაც პროფესიულ გაერთიანებას... მათი გეომეტრიულ-გრაფიკული სიმბოლოები მართლა იმას არ ნიშნავს რომ რამე მისტიკურ და ზებუნებრივ ძალას ფლობენ... მიზნები კიდევ წერონ და თვითონვე იკითხონ, მასეთ ფანტასტიკურ და უტოპიურ მიზნებს მეც დავწერ და რეკლამასაც გავუკეთებ, მაგრამ მერე რა? ეს ხომ მართლა იმას არ ნიშნავს რომ მე ზებუნებრივ ძალას ვფლობ... ინფორმაციაც და სტატიებიც მასონების შესახებ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია... იმდენად რომ მოკლედ უკვე აბსურდამდე მიდის! მაგალითად რა ლოგიკური კავშირი აქვთ ერთმანეთთან ქრისტეშობამდე არსებულ ქვის მთლელებს, შუასაუკუნეების ტამპლიერებსა და თანამედროვე საერთაშორისო მასონებს? და ერთი ვერ გავიგე კიდევ: პრაქტიკაში და რეალობაში ეს მასონური გაერთიანება თავისუფალ ქვისმთლელთა პროფკავშირული გაერთიანებაა, მებრძოლ ტამპლიერ-რაინდთა რელიგიური სექტა თუ ამბიციური ეკონომიკურ-პოლიტიკური ფიგურების საერთაშორისო ბლოკი?
რა იდეურ-რელიგიური და ამავე დროს ასეთი მტკიცე კავშირი აქვთ ერთმანეთთან ქრისტეშობამდე არსებულ ებრაელ თავისუფალ ქვისმთლელ-კალატოზებს და ევროპელ ჯვაროსან რაინდებს??? (სად ებრაელი კალატოზი და სად ევროპელი ,,სამურაი“) მიპასუხებს ვინმე?
ჯერ წერენ რომ ეს ტამპლიერები ქრისტეს საიდუმლოების ერთგული დამცველები არიანო... მერე კი სატანას ეთაყვანებიანო... სად არის ლოგიკა? აქ ხომ არ ხდება მცნებების აღრევა? ვინ ვინ არის და რა იდეების მატარებელი ორგანიზაციებია? ,,მასონებს`` ეძახიან ქრისტეშობამდე არსებულ ებრაელ თავისუფალ ქვისმთლელ კალატოზებსაც, შუასაუკუნეების ევროპელ ჯვაროსან რაიდებსაც და თანამედროვე მსოფლიოს წარმატებულ და ძლიერ პოლიტიკოსებს და ეკონომისტებსაც... მოკლედ მთელი ამ მასონების ისტორიულ ჯაჭვში ლოგიკური ჯაჭვი ძალიან მოიკოჭლებს... ამ ლოგიკურ ჯაჭვს ძალიან ბევრი რგოლი აკლია... ძალიან ბევრი წყვეტილია მათ მისტიკურ ისტორიაში რაც ძალიან ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას წარმოშობს... მოკლედ აქ მოყვანილი არგუმენტები საკმაოდ უსუსურია... ევროპელ მეფეებს რა ჰქონდათ ტამპლიერების სამათხოვრო? შეეძლოთ ერთ ღამეში დაეჭირათ ეს რაინდები და თავის ქონებიანად ყურებით დაეკიდათ... წესით რაინდები ვალდებულნი იყვნენ ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის ნაალაფები, ნაყაჩაღარ-ნაძარცვი პირწმინდად მიერთმიათ მეფისთვის... მოკლედ ეს ლეგენდაა და მეტი არაფერი!
21. რა თქმა უნდა ველურო, ყველა ვერ გადარჩება, სხვათა შორის, ფილმში "კაზინო როიალი" ჯეიმს ბონდს რომ უსვავენ ჩიპს მარცხენა მაჯაზე, ზუსტად მაგ პრინციპით განხორციელდება ეს დაჩიპვა (დადაღვა ხალხის),, უკვე ხორციელდება კიდევაც ამერიკაში ეს პროცეს, დაიწყო განხორციელდება ეშმაკის პროგრამამ,,
ჩვენამდე როდის მოაღწევენ?? ძნელი სათქმელია,, თუმცა ნიშნები აშკარაა,,
სწორედ, ჩემი სურვილი, ერთ ერთი მიზეზი, საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარის არ ყოფნისა არის ეს ,, დღეს თუ მეგობარია ამერიკა (ასევე სხვა დასავლეთის სახელმწიფოები) , ხვალ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები,, მოვა დრო, ადამიანი საკუთარი ხორცის ჭამას დაიწყებს, და მე არა მგონია უცხო ქვეყანამ საქართველოს კეთილდღეობისთვის თავი მოიკლას,,, ამიტომ საჭიროა პარტნიორობა ყველასთან , მაგრამ, დისტანციაც საჭიროა, ბერკეტების უცხოელებისთვის ხელში მიცემა არაა კარგი გამოსავალი,,
ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს,, - ესაა ჩემი სურვილი რომ განხორციელდეს,, ამისათვის განათლებული , პატრიოტი, უშიშარი და სამართლიანი ხელისუფალი გვჭირდება,,
მშვიდობიანი დღე :)
საუკეთესო სურვილებით, განდი. არწივი.
რა თქმა უნდა ველურო, ყველა ვერ გადარჩება, სხვათა შორის, ფილმში "კაზინო როიალი" ჯეიმს ბონდს რომ უსვავენ ჩიპს მარცხენა მაჯაზე, ზუსტად მაგ პრინციპით განხორციელდება ეს დაჩიპვა (დადაღვა ხალხის),, უკვე ხორციელდება კიდევაც ამერიკაში ეს პროცეს, დაიწყო განხორციელდება ეშმაკის პროგრამამ,,
ჩვენამდე როდის მოაღწევენ?? ძნელი სათქმელია,, თუმცა ნიშნები აშკარაა,,
სწორედ, ჩემი სურვილი, ერთ ერთი მიზეზი, საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარის არ ყოფნისა არის ეს ,, დღეს თუ მეგობარია ამერიკა (ასევე სხვა დასავლეთის სახელმწიფოები) , ხვალ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები,, მოვა დრო, ადამიანი საკუთარი ხორცის ჭამას დაიწყებს, და მე არა მგონია უცხო ქვეყანამ საქართველოს კეთილდღეობისთვის თავი მოიკლას,,, ამიტომ საჭიროა პარტნიორობა ყველასთან , მაგრამ, დისტანციაც საჭიროა, ბერკეტების უცხოელებისთვის ხელში მიცემა არაა კარგი გამოსავალი,,
ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს,, - ესაა ჩემი სურვილი რომ განხორციელდეს,, ამისათვის განათლებული , პატრიოტი, უშიშარი და სამართლიანი ხელისუფალი გვჭირდება,,
მშვიდობიანი დღე :)
საუკეთესო სურვილებით, განდი. არწივი.
20. ამ წერილის არსი მგონი შემდეგშია: მართლმადიდებლობა გადაარჩენს კაცობრიობას და საქართველო ერთადერთი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რომელიც იცავს ამ რელიგიას. ამიტომაც გვებრძვიან ჩვენ სატანისტი გლობალისტები და რუსეთი, მიუხედავად იმისა რომ რუსეთიც მართლმადიდებელია. ასეა თუ ვერ გავიგე? :) ამ წერილის არსი მგონი შემდეგშია: მართლმადიდებლობა გადაარჩენს კაცობრიობას და საქართველო ერთადერთი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რომელიც იცავს ამ რელიგიას. ამიტომაც გვებრძვიან ჩვენ სატანისტი გლობალისტები და რუსეთი, მიუხედავად იმისა რომ რუსეთიც მართლმადიდებელია. ასეა თუ ვერ გავიგე? :)
19. დროულიიიია!!! დროულიიიია!!!
18. საინტერესო და აქტუალური პუბლიცისტიკაა!!! საინტერესო და აქტუალური პუბლიცისტიკაა!!!
17. მე ამ კუთხით არ დავფიქრებულვარ... სოსოს მეც დავეთანხმებოდი, ოღონდ ყველაფერზე ერთად ფიქრი გვჭირდება და ... ხმლის ქნევაც ოთხივ კუთხით.... და ეს არის ჩვენი დროის ყველაზე დიდი საწუხარი... მე ამ კუთხით არ დავფიქრებულვარ... სოსოს მეც დავეთანხმებოდი, ოღონდ ყველაფერზე ერთად ფიქრი გვჭირდება და ... ხმლის ქნევაც ოთხივ კუთხით.... და ეს არის ჩვენი დროის ყველაზე დიდი საწუხარი...
16. სოსო! კომენტარში მოტანილ მოსაზრებებში გეთანხმები! სოსო! კომენტარში მოტანილ მოსაზრებებში გეთანხმები!
15. ჩემო დათო ვიცი რომ შენ დაბადებით დისიდენტი ხარ, სწორედ ამიტომ გამოვთქვი ჩემი აზრი... თუ გახსოვს ცხონებულ ზვიად გამსახურდიასაც შეუგდეს რუსეთის სპეც სამსახურებმა მასონური თემა და მაშინ მაგრად იმუშავა, ანუ მთელი ყურადღება ნამდვილი მონსტრისგან რაღაც ფეერიულ მასონურ მოძრაობებზე გადავიდა, რომლის ნამდვილი სახე არავის უნახავს. დრომოძველებულ მასონურ ორგანიზაციებს დღეს ისეთი იდეური და ფინანსურუ ომები აქვთ ერთმანეთთან გაჩაღებული რომ საქართველოსთვის არ მგონია ცხელოდეთ, მაგრამ ზვიადის დროს ყურადღების რუსეთიდან მასონებისკენ გადასროლამ საქართველო ფაქტიურად ზურგით შეატრიალა ხმალამოწვდილი ვერაგი მტრისკენ და მანაც უპრობლემოდ ჩაქვცა მახვილი... ჰოდა დღესაც, როდესაც ასეთ თემებს ვეხებით ძალიან ფრთხილად უნდა შევეხოთ, განსაკუთრებით შენნაირ დაბადებით დისიდენტებს მართებთ ეს სიფრთხილე... გამიგე ალბათ! ჩემო დათო ვიცი რომ შენ დაბადებით დისიდენტი ხარ, სწორედ ამიტომ გამოვთქვი ჩემი აზრი... თუ გახსოვს ცხონებულ ზვიად გამსახურდიასაც შეუგდეს რუსეთის სპეც სამსახურებმა მასონური თემა და მაშინ მაგრად იმუშავა, ანუ მთელი ყურადღება ნამდვილი მონსტრისგან რაღაც ფეერიულ მასონურ მოძრაობებზე გადავიდა, რომლის ნამდვილი სახე არავის უნახავს. დრომოძველებულ მასონურ ორგანიზაციებს დღეს ისეთი იდეური და ფინანსურუ ომები აქვთ ერთმანეთთან გაჩაღებული რომ საქართველოსთვის არ მგონია ცხელოდეთ, მაგრამ ზვიადის დროს ყურადღების რუსეთიდან მასონებისკენ გადასროლამ საქართველო ფაქტიურად ზურგით შეატრიალა ხმალამოწვდილი ვერაგი მტრისკენ და მანაც უპრობლემოდ ჩაქვცა მახვილი... ჰოდა დღესაც, როდესაც ასეთ თემებს ვეხებით ძალიან ფრთხილად უნდა შევეხოთ, განსაკუთრებით შენნაირ დაბადებით დისიდენტებს მართებთ ეს სიფრთხილე... გამიგე ალბათ!
14. ბატონო დავით, ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით მეორედ მოსვლაზე, მხეცის ნიშანზე, ბევრი რამ მეც მაქვს წაკითხული, მაგრამ ასე თავმოყრილი და თან მოკლედ, არა... ამას რომ გაისიგრძეგანებ, მიხვდები, რატომ დაანგრიეს განათლების სისტემა ჩვენთან...( ეს ისეც ვიცოდი,) და ნაციონალური და პატრიოტული რატომ იდევნება..... გმადლობთ...:) ბატონო დავით, ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით მეორედ მოსვლაზე, მხეცის ნიშანზე, ბევრი რამ მეც მაქვს წაკითხული, მაგრამ ასე თავმოყრილი და თან მოკლედ, არა... ამას რომ გაისიგრძეგანებ, მიხვდები, რატომ დაანგრიეს განათლების სისტემა ჩვენთან...( ეს ისეც ვიცოდი,) და ნაციონალური და პატრიოტული რატომ იდევნება..... გმადლობთ...:)
13. ცოტა ხნით შემოვიხედე საიტზე წაკითხვას ვერ მოავასწრებ უბრალოდ მოგიკითხავთ :) ცოტა ხნით შემოვიხედე საიტზე წაკითხვას ვერ მოავასწრებ უბრალოდ მოგიკითხავთ :)
11. განსაკუთრებით საინტერესო მასალაა. უფრო ყურადღებით წავიკითხავ. განსაკუთრებით საინტერესო მასალაა. უფრო ყურადღებით წავიკითხავ.
10. უჰჰჰ, მაგრად მიყვარს საინტერესო საუბრები ხოლმეეეე :)
კიდევ ერთხელ, მადლობა ავტორს :)
დიდი პატივისცემით, განდი. არწივი. უჰჰჰ, მაგრად მიყვარს საინტერესო საუბრები ხოლმეეეე :)
კიდევ ერთხელ, მადლობა ავტორს :)
დიდი პატივისცემით, განდი. არწივი.
9. თუ მასონები და სხვა საიდუმლო ორგანიზაციები, სატანურის წახნაგებია_უპირველეს ყოვლისა უნდა ვებრძოლოთ საკუთარ თავში... თან ისე არ გავერთოთ, რომ ღმერთი ბარიკადების მეორე მხარეს დაგვრჩეს, როგორც ეს არაერთხელ მოსვლიათ საუკეთესო მიზნებით ერთი დროშის ქვეშ დარაზმულებს. თუ მასონები და სხვა საიდუმლო ორგანიზაციები, სატანურის წახნაგებია_უპირველეს ყოვლისა უნდა ვებრძოლოთ საკუთარ თავში... თან ისე არ გავერთოთ, რომ ღმერთი ბარიკადების მეორე მხარეს დაგვრჩეს, როგორც ეს არაერთხელ მოსვლიათ საუკეთესო მიზნებით ერთი დროშის ქვეშ დარაზმულებს.
8. სანდრო, 1.ლუთერანული მოძღვრება დასაშვებად მიიჩნევს რელიგიათა სინთეზირებას, რაც სულ სხვაა ვიდრე ტოლერანტობა. სინტეზირება კი, წინაპირობაა უკიდურესი კოსმოპოლიტიზმის და როგორც მართლმადიდებელი წმინდა მამები წერენ ანტიქრისტეს მოვლინების. 2. ყველა ლუთერანული მოძღვრების მიმდევარს თავისებურად შეუძლია აღიქვავას ბიბლიური ცნებები.თუ ადამიანის ეგო ჰიპერტროპირებულია ის შეიძლება მიიმართოს სატანიზმისკენ.ისე ყოველი რელიგიის ფარისევლური დამახინჯებაც შეიძლება ამისი სათავე გახდეს. ბატონ განდის, საიტური ფორმატში ჩემთვის ძნელია ამ თემებზე ფართო მსჯელობის გახსნა. რამდენადაც ვიცნობ თქვენს წერილებს და კომენტარებს, მიმაჩნია რომ ჩვენი პოზიციები თანმხვედრია. ძმაო, სოსო! ჩემი წერილი მხოლოდ ისტორიული რაკურსის არის და ეხება მასონობის წარმოშობას და მათი მიზნების ზოგიერთ ასპექტს. შევეხე დიდი ბრიტანეთის, არგენტინის ლოჟებსაც და სხვა. ამიტომაც რუსულ მასონიზმზე არ მისაუბრია. შემოვიფარგლე მხოლოდ ამ მონაკვეთებითთ : "მარქსის თანამებრძოლი მასონთა ლოჟის წარმომადგენელი – 1-ლი ინტერნაციონალის შემქმნელი რუსი ანარქისტი მიხეილ ბაკუნინი – საჯაროდ განადიდებს ლუციფერს და წერს: „ეშმაკი არის სწორედ პირველი თავისუფალი მოაზროვნე და სამყაროს მხსნელი“. " ელცინის კარიერის დასასრულს შემუშავებული იქნა პროექტი სახელწოდებით – „წამსვლელი ელცინი“. რომელიც 3 წელი მუშავდებოდა. ამ დროს პრეზიდენტობის ალტერნატად მოისინჯა ათობით ადამიანი, ვისაც უკეთ შეეძლო მათი დავალების შესრულება. მალტის ორდენის დიდმა კომანდორმა, ალკოჰოლიკმა ბორის ელცინმა საახალწლოდ მთვრალ რუსეთს წარუდგინა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი პიროვნების ვლადიმერ პუტინის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე".
რუსეთის იმერია არის ჩვენი მტერი. აშშ სტრატეგიული მოკავშირე. მეოთხედ საუკუნეზე მეტია რუსული იმპერიის წინააღმდეგ არის მიმართული ჩემი შემოქმედების ერთი დიდი ნაწილი. ასე, რომ ეს საკითხი ჩემთვის დიდი ხანია გარკვეულია. გაიხარე, სოსო! როგორც სამშობლოსათვის გულანთებული პატრიოტი.
სანდრო, 1.ლუთერანული მოძღვრება დასაშვებად მიიჩნევს რელიგიათა სინთეზირებას, რაც სულ სხვაა ვიდრე ტოლერანტობა. სინტეზირება კი, წინაპირობაა უკიდურესი კოსმოპოლიტიზმის და როგორც მართლმადიდებელი წმინდა მამები წერენ ანტიქრისტეს მოვლინების. 2. ყველა ლუთერანული მოძღვრების მიმდევარს თავისებურად შეუძლია აღიქვავას ბიბლიური ცნებები.თუ ადამიანის ეგო ჰიპერტროპირებულია ის შეიძლება მიიმართოს სატანიზმისკენ.ისე ყოველი რელიგიის ფარისევლური დამახინჯებაც შეიძლება ამისი სათავე გახდეს. ბატონ განდის, საიტური ფორმატში ჩემთვის ძნელია ამ თემებზე ფართო მსჯელობის გახსნა. რამდენადაც ვიცნობ თქვენს წერილებს და კომენტარებს, მიმაჩნია რომ ჩვენი პოზიციები თანმხვედრია. ძმაო, სოსო! ჩემი წერილი მხოლოდ ისტორიული რაკურსის არის და ეხება მასონობის წარმოშობას და მათი მიზნების ზოგიერთ ასპექტს. შევეხე დიდი ბრიტანეთის, არგენტინის ლოჟებსაც და სხვა. ამიტომაც რუსულ მასონიზმზე არ მისაუბრია. შემოვიფარგლე მხოლოდ ამ მონაკვეთებითთ : "მარქსის თანამებრძოლი მასონთა ლოჟის წარმომადგენელი – 1-ლი ინტერნაციონალის შემქმნელი რუსი ანარქისტი მიხეილ ბაკუნინი – საჯაროდ განადიდებს ლუციფერს და წერს: „ეშმაკი არის სწორედ პირველი თავისუფალი მოაზროვნე და სამყაროს მხსნელი“. " ელცინის კარიერის დასასრულს შემუშავებული იქნა პროექტი სახელწოდებით – „წამსვლელი ელცინი“. რომელიც 3 წელი მუშავდებოდა. ამ დროს პრეზიდენტობის ალტერნატად მოისინჯა ათობით ადამიანი, ვისაც უკეთ შეეძლო მათი დავალების შესრულება. მალტის ორდენის დიდმა კომანდორმა, ალკოჰოლიკმა ბორის ელცინმა საახალწლოდ მთვრალ რუსეთს წარუდგინა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი პიროვნების ვლადიმერ პუტინის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე".
რუსეთის იმერია არის ჩვენი მტერი. აშშ სტრატეგიული მოკავშირე. მეოთხედ საუკუნეზე მეტია რუსული იმპერიის წინააღმდეგ არის მიმართული ჩემი შემოქმედების ერთი დიდი ნაწილი. ასე, რომ ეს საკითხი ჩემთვის დიდი ხანია გარკვეულია. გაიხარე, სოსო! როგორც სამშობლოსათვის გულანთებული პატრიოტი.
7. როცა ასე გამოკვეთილად საუბრობ ამერიკულ მასიონიზმზე, რატომ გადაგაქვს მეორე პლანზე რუსული მასონიზმი, რომლის მაგისტრებიც პუტინი და ძმანი მისნი არიან? თუ ტოლსტოის რომანებით ვიმსჯელებთ, მასონური ლოჟების წარმომადგენლები მართლმადიდებლებიც იყვნენ, მათ შორის თავად ლევ ტოლსტოიც, განა დღევანდელი რუსული მართლმადიდებლობა მასონური და მასონურზე უარესი არაა? ბზეჟინსკი სწორედ ასეთ მართლმადიდებლობას დაუპირისპირდა, როგორც წმინდა მასონურ მოვლენას, რომელსაც არანაირი კავშირი არააქვს ჭეშმარიტ მართლმადიდებლობასთან და ქრისტიანობასთან. მე შენ ძალიან დიდ პატივს ქცემ დავით და დიდი თხოვნა მექნება, დღეს როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს ქართული მიწები და ეღთადეღთ უღალატო და ერთგულ მეგობრად ამერიკა მოგვივლინა ღმერთმა მტრის ხატს ნუ შევქმნით ამერიკელებისგან, რაც რუსების წისქვილზე ასხამს წყალს :) როცა ასე გამოკვეთილად საუბრობ ამერიკულ მასიონიზმზე, რატომ გადაგაქვს მეორე პლანზე რუსული მასონიზმი, რომლის მაგისტრებიც პუტინი და ძმანი მისნი არიან? თუ ტოლსტოის რომანებით ვიმსჯელებთ, მასონური ლოჟების წარმომადგენლები მართლმადიდებლებიც იყვნენ, მათ შორის თავად ლევ ტოლსტოიც, განა დღევანდელი რუსული მართლმადიდებლობა მასონური და მასონურზე უარესი არაა? ბზეჟინსკი სწორედ ასეთ მართლმადიდებლობას დაუპირისპირდა, როგორც წმინდა მასონურ მოვლენას, რომელსაც არანაირი კავშირი არააქვს ჭეშმარიტ მართლმადიდებლობასთან და ქრისტიანობასთან. მე შენ ძალიან დიდ პატივს ქცემ დავით და დიდი თხოვნა მექნება, დღეს როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს ქართული მიწები და ეღთადეღთ უღალატო და ერთგულ მეგობრად ამერიკა მოგვივლინა ღმერთმა მტრის ხატს ნუ შევქმნით ამერიკელებისგან, რაც რუსების წისქვილზე ასხამს წყალს :)
6. ძალიან დამაფიქრებელი.აუცილებლად გასათვალისწინებელი. ძალიან დამაფიქრებელი.აუცილებლად გასათვალისწინებელი.
5. დავით, მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის,
ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციის განსაზღვრა ამ საკითხთან დაკავშირებით.
მსოფლიო ერთიანი წესრიგიც ხომ ზუსტადაც რომ ითვალისწინებს ადამიანის გადაქცევას მანქანად ??!!
მასონებსაც აქვთ თავიანთი მიზნები,,
რა მიზნები??
ჰმმმ,,,,,
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი. დავით, მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის,
ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციის განსაზღვრა ამ საკითხთან დაკავშირებით.
მსოფლიო ერთიანი წესრიგიც ხომ ზუსტადაც რომ ითვალისწინებს ადამიანის გადაქცევას მანქანად ??!!
მასონებსაც აქვთ თავიანთი მიზნები,,
რა მიზნები??
ჰმმმ,,,,,
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
4. ერთობ აქტუალური თემაა, მადლობა ბატონ დავითს 5 ერთობ აქტუალური თემაა, მადლობა ბატონ დავითს 5
3. საინტერესო იყო ძალიან, დიდი მადლობა ბატონ დავითს. 5 საინტერესო იყო ძალიან, დიდი მადლობა ბატონ დავითს. 5
2. სკოლის მერხიდან ლუთერანული სარწმუნოების მიმდევარი ...
თუ შეიძლება მითხარით, მარტინ ლუთერის მოძღვრებაშიც არის რაიმე წინაპირობა იმისთვის რომ ადამიანი ჩამოყალიბდეს მასონ-სატანისტად? სკოლის მერხიდან ლუთერანული სარწმუნოების მიმდევარი ...
თუ შეიძლება მითხარით, მარტინ ლუთერის მოძღვრებაშიც არის რაიმე წინაპირობა იმისთვის რომ ადამიანი ჩამოყალიბდეს მასონ-სატანისტად?
1. უსიამოვნო, მაგრამ საინტერესო თემაა... უსიამოვნო, მაგრამ საინტერესო თემაა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|