ნინო დარბაისელი ცხრა ძმის რეტრო (სარ-კასტული)
-დედი, მაგ შენს უბეში ნეტა რა ნაყოფია? - თხილის ერთი მარცვალი, ცხრა ძმის გასაყოფია. - თხილის გული - უბეში რაღა შესანახია? - რომ გადავცე, სუყველა ერთად დასანახია, თავი ვერ მოვუყარე, ვიცი, დასაძრახია.
- არ ამძაღდეს ამდენხანს უიმედო ტარებით! - ჰო, დრო გადის ამდენი ხრიკების ჩატარებით, ამაოდ ჩაბღუჯული დროშის მსხვილი ტარებით, წრეში ჩაკეტილები - უქმად დავეტარებით.
-ერთი თხილი, მითხარი, ცხრა ძმამ როგორ გაიყოს? - როგორ?! - ერთმა მათგანმა მსხვერპლი უნდა გაიღოს, ოღონდ რისკი იმისი ვინმემ უნდა აკურთხოს, როგორც ტატო იტყოდა, განა ძმები “ა-კურ-თხოს”, მძაღე თხილი დაღეჭოს, დანარჩენს - შეაფურთხოს!
ჰოდა, მიდის ფურთხება, წყევლა-კრულვა, კამათი… დამნაშავე ვინაა?! ვინ და… დედა ამათი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ოღონდ... დედა არა. არა.
ოღონდ... დედა არა. არა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|