ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ივნისი, 2025


ტაო-კლარჯეთს

ჩემო ქართველებო, - ჩემო მართლმადიდებელო ქრისტიანებო, ხახულის ღვთისმშობელი გვწყალობდეს და გვეწეოდეს. ❤ ❤ ❤

........................................................................................................................................................

მეც მხიბლავს ტაო-კლარჯეთი,
თუნდაც სიზმარში ნახული,
გვწყალობდეს სალოცავები
და ღვთისმშობელი ხახულის.

ამონარიდი ჩემივე ლექსიდან ,,ოდა ტაო-კლარჯეთს“ (ოდა - სახოტბო ლექსს ნიშნავს)

პატივისცემით - ოთარ რურუა

............................................................................................................................

რა ვქნა, ღმერთო, მე ჯერ ტაო
სიზმარში მაქვს ნახული,
მაგრამ მჯერა: შემეწევა
ღვთისმშობელი ხახულის.

ვიდრე ვცოცხლობ, მოვილოცო
მინდა ტაო-კლარჯეთი,
ერი გამიბედნიერე
ღმერთო, შენ გეაჯები.

შენთან ისე ნუ წამიყვან,
რომ არ ვნახო შატბერდი...
ეგ ოცნება ამისრულე,
თორემ ლამის დავბერდი.


ოთარ რურუა

2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები