ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2025


მიჩვეულან უშტრები

„თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. ყურები აქვთ და არ ესმით...“ (ფსალმუნი 113)

მიჩვეულან უშტრები
ბრმისგან წინამძღოლობას,
უბრუნდებათ ურმები
ტანჯავთ უთავბოლობა,

არ ჰყავთ თვალახილული -
სულიერად მზირველი
და გონგადალიბრული,
ფარაშია პირველი.

ვერცროს უმკლავდებიან
საფრთხეს გვერდის აქცევით,
ვერასოდეს ხვდებიან,
სად დახვდებათ ხნარცვები.

ჭეშმარიტი ჰგონიათ
უფლის უარმყოფელი,
მინდობია გოლიათს
და მის ძალას ყოველი.

თვალები აქვთ, ოღონდაც
ღვთის ნათელს ვერ ამჩნევენ,
ელიტად და ბომონდად
ეშმაკეულთ არჩევენ.

ყურები აქვთ, თუმცაღა
ყალბს ჩათვლიან სიმართლედ
და არიან უმძრახად,
თუ ღვთის სიტყვით მიმართეთ.

მიდის, მიედინება
ქარავანი უშტრების,
ჯოჯოხეთს არ სწყინდება
შემავალი მუშტრები.

15 ივნისი, 2025 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები