მე უდაბნო ვარ, შემიძლია, პირი დაგიშრო და წყალს თუ მომთხოვ, ოაზისებს ვერ მიგასწავლი, არაფერია დასამალი - ეს საქმე უკვე გადავივიწყე. თუ ხელისგულზე რამე დაგრჩა - ქალაქის რუკის სწორი ხაზი, გადაიკარგე! ძველი ქარები მახევებენ და კანს მიწვავენ. (იმ ორმოც დღესაც გადაიტან, რაკი ასეა, არასდროს ცდება შეურაცხადი). ქვიშასთან ერთად ჩემი ტანიც ნელა იცრება და ქარიშხლისგან გადარჩენილ ქვიშაზე ვწვები. მკვეთრი ნათებით მაგნიტები ისევ იზიდავს იმ დაშლილ სხეულს უცხო კაცისკენ. სასაყვედურო არაფერია. მდინარე ორად ვერ გაიყოფა. ცხადი სიზმრიდან გამაღვიძებს მოსეს სიმღერა, რომ დამშეული სხეულები ქვიშას ლოკავენ, თუ რამე დარჩა - გიწილადებ, უეჭველია, ცოტა დავრჩე და ვ ი ლ ა პ ა რ ა კ ე ბ! სიტყვებია შენი სამხილი, ეს თამაში სამხილების გადამალვაა. ჩემს ხერხემალზე სწორი გზაა, მაგრამ სარკეებს ვეღარ ვხედავ, უდაბურია... იისფერ შუქში ლანდავს ქვიშა, ნესტით გამომპალ სხეულს ვაშრობ და ცეკვას ვიწყებ. როცა ჯერ კიდევ შემეძლო და ვცეკვავდი შენთვის, სიგარეტისგან მიკეთებდი შარავანდედებს, და რომ იცოდე - მაგათ ისევ წვრილ წელზე ვიხვევ. ჩემი თმებია ჩათრეული მორევში, ისე, რომ ოაზისმაც ვერ გააცოცხლოს - საყვედურებზე მეტ წყევლას ისმენს... შენ იგავი ხარ, მე უბრალოდ - ამ უდაბნოსთან გაიგივება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, @მუხა. დიდი მადლობა, @მუხა.
1. ძლიერი ლექსი. ძლიერი ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|