ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2009


ნოველა ქოხში



გაშიშვლებული ანგელოზი
/სურათი ძველი/
და ზომიერი გახელება
ჯანმრთელი ხვადის.
თვალები-სუფთად ამღვრეული,
არაფრის ფერი.
მკლავების ბადე.
ნეტარების ჩრდილი და ხვატი.

იდუმალების მელოდია,
ფეთქვა მთიების.
ბედნიერება!-ვერ გადმოსცეს
მისანმა ასმა…
ტუჩებისაგან მოკრეფილი
მკერდის იები.
თავდავიწყების ქვესკნელები,
ალერსის თავსხმა.

გულებში-განძი სხივოსანი.
ხატი-ენამზე.
ცვენა წუთების-
უკვდავების წყაროს წვეთების.
კვნესა-სიცილის ნაპერწკლებით.
მშვიდი ექსტაზი.
რბილად გათელილ-დაკბენილი
მკვრივი კერტები.

სავსე მხრები და თეძოები,
თაფლი ღრმულების.
კანი-ყვავილის ფურცელივით,
მოლი ბარკლების.
მზით ავსებული სხეულები-
ღმერთის სურები…
ვის ახსოვს ჟამი-
ყველაფრის და ყოვლის ამკლები.

შეუცნობელი,წამლეკავი,
მაგრამ ნათელი,
ბიბინებს ვნება
და წყურვილი აღარ ილევა.

სექსის ცეცხლი და პოეზია-
“ძნელად სათქმელი.”
ერთ სასწაულად გარდაქმნილი
ორი ქმნილება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები