ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2025


დღეები ხო დამრჩა /ნარინჯისფერივით/

დღეები ხო დამრჩა მოგონებების არომატებით,
ის გზაც ხო დამრჩა შენამდე რომ ასე დაგრძელდა და შენი წასვლაც - მზის ჩასვლისფერი..
ხო, უშენობა ყველგან დამრჩა, სუნივით დამრჩა,
დამრჩა ჭიქაში საიდანაც დილით ჩაის ვსვამ,
დამრჩა სამოსზე,
დამრჩა სარკეშიც სადაც მხოლოდ მარტოობა ჩანს,

მარტოობა კი შენი ხმაა,
გულის სიღრმეში მოქცეული ბგერა,
სიტყვები რომლსაც ვერ ამოვთქვამ,
მინდა ტირილი,
ქუჩაში მინდა გამვლელმა გამაჩეროს და მთხოვოს - მომიყევი როგორ გიყვარს..
მეკი ვუპასუხებ - არაფერია, უბრალოდ
მარტოობაც სუნივით რჩება..
და მაინც დღეები ხო დამიტოვე მოგენების არომატებით..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები