 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 21 ივლისი, 2025 |
ელვა - მე მაინც დირიჟორის ჯოხი მგონია, ღმერთი რომ იქნევს, დასაწყებად წვიმის არიის. სტოკატოების... მთელი ივლისი - მშრალ ღამეთა პოლიგონია, უდაბნოებმა გამომხშირეს. დამგმეს. ამრიეს. განმარტოვებაც დღეიდან ვეღარ მიშველის და მომისალბუნებს, საკუთარ თავსაც ნაწილ-ნაწილ როდემდე ვკრეფდე, ვიმარაგებდე?! ცეცხლი გაუჩნდა იმ თაველებს, იმ ხოდაბუნებს, ვერცხლის ფასი აქვს ნაგაზების ყმუილს და ყეფას, იმ სმარაგდებთან... მე მხოლოდ წვიმა შევიყვარე, შენზე ლამაზად მოდის და წყდება. თავს მანატრებს. წყდება და მოდის. მეთამაშება. დაუკითხავად გამომყვება ტყეში - ქამაზე, გამომაცილებს, არ დავუწყებ ხვეწნას და ლოდინს, მე - დამქაშივით. წვიმა არასდროს მოიკითხავს მოწყენის მიზეზს, წვიმას არ უყვარს დაღვრემილი თვალების ხილვა. გაფორიაქებს. ტაშის გარეშეც თანახმაა, რომ წარდგეს ბისზე, წვიმის გუბეში ანაცვლებენ ერთურთის ლივლივს: აფთიაქები. მთვრალი კაცები. ლომბარდები. ხიდი. კაზინო. წვიმა ყოველთვის სწორად არჩევს მათთვის მუსიკას. ანუ რექვიემს. წვიმით ივსება იმ დასაწვავ დღეთა ხაზინა, ქუჩის ძაღლებსაც როცა ესმით შენი. უსიტყვოდ. გამოერკვევი. წახვალ და პირველ ეკლესიის ეზოში შეხვალ. რა კარგი არის, წვიმის ფონზე აღთქმის დადება. უვადო ზავის. იმის იმედად, ცარცის კაცი, წვიმის ღმერთს შეხვდე, რომ არ წაგშალოს, კაქტუსივით მსუსხავ ბრალდებამ. ნევადასავით... წვიმა კი დინჯად გააგრძელებს ნარჩენ პიანოს, პირიქით ხდება. ვერ დაგიცავს ქალის თავშალი. ასე მიეწყო... ცარცის კაცები წვიმამ უნდა აეჭვიანოს, ცარცის კაცები ამ წვიმებმა უნდა წაშალოს, ჩამოირეცხოს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არაჩვეულებრივია! პოეზია და მუსიკა ერთად, ასე ჰარმონიულად... მადლობა ამ სიამოვნებისთვის! <3 არაჩვეულებრივია! პოეზია და მუსიკა ერთად, ასე ჰარმონიულად... მადლობა ამ სიამოვნებისთვის! <3
3. დიდი მადლობა, მომნატრებია აქაურობა <3 დიდი მადლობა, მომნატრებია აქაურობა <3
2. "ელვა - მე მაინც დირიჟორის ჯოხი მგონია, ღმერთი რომ იქნევს, დასაწყებად წვიმის არიის" - ძაან ლამაზი შედარება და საოცარი ლექსი! "ელვა - მე მაინც დირიჟორის ჯოხი მგონია, ღმერთი რომ იქნევს, დასაწყებად წვიმის არიის" - ძაან ლამაზი შედარება და საოცარი ლექსი!
1. მიყვარს წვიმა, ჩემს განცდებს, და ფიქრებს ახმიანებს. მიყვარს წვიმა, ჩემს განცდებს, და ფიქრებს ახმიანებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|